„ჯანმრთელობაზე ზრუნვით რომ ხსნით თამბაქოს გაძვირებას, ათასი ქიმიით გაძეძგილი პროდუქტი რომ შემოგაქვთ, ეს არაა ხალხის დაწამვლა?“

„ჯანმრთელობაზე ზრუნვით რომ ხსნით თამბაქოს გაძვირებას, ათასი ქიმიით გაძეძგილი პროდუქტი რომ შემოგაქვთ, ეს არაა ხალხის დაწამვლა?“

სოციალური ქსელის მომხმარებელი ლევან ადეიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს:

„ჯანმრთელობაზე ზრუნვით რომ ხსნიან თამბაქოს გაძვირებას, ამ მადლიან მიწაზე რომ სახელმწიფო ხარ და სოფლის მეურნეობის 80% შემოიტან, თანაც ყოვლად გაძეძგილს გენომიდიფიცირებულით არომატიზატორებით, საღებავებით, ემულგატორებით და ათასი ქიმიით, ეს არაა პირდაპირ მავნებლობა და ხალხის დაწამვლა?

ისრაელი უდაბნოში ახერხებს ხოლო ჩინეთი რომლის ტერიტორიის მესამედი საცხოვრებლად უვარგისია მილიარდ ნახევარს კვებავს და კიდე იქეთ ყიდის... ჩვენ ნიორი და ლობიო შემოგვაქვს! არაა ეს ტრაგიკომედია?

სამ კი არა 30 მილიონს გამოკვებავს თან პლიუს მათგან განსხვავებით ბუნებრივი არასასუქებით მოყვანილი პროდუქტით საქართველო, ხელისუფლება რომ უვარგოდეს და ერი სამოქალაქო საზოგადოების დონეზე იყოს ასული...

მაინცდამაინც ფაშისტებივით გაზის კამერაში უცებ თუ არ გვახრჩობთ, დროში გაწელილი აღარაა გენოციდი?

ისე გაახალგაზრდავდა ინფარქტი 20 წლის ახალგაზრდებს ემართებათ, ხოლო კიბოთი რამდენი ბავშვია თან სულ პატარა დაავადებული მარდალეიშვილის კლინიკას კითხეთ თქვე არაადამიანებო!

მთელ თბილისში კომუნისტების დროს არ იყო იმდენი აფთიაქი რაც ერთ გამზირზეა ახლა!!

არაფერს გეუბნებათ ეს? თანაც რომ გამოიკვლიო სასარგებლო კომპონენტები 20% არ იქნება ამ წამლებში ნორმასთან შედარებით.. ცალკე ამიტომაცაა ამდენი გაყიდვები! ცალკე რა ცოდვის კალო ტრიალებს დაზღვევაში როგორ აყრით უამრავ სრულიად ზედმეტ ფულს კერძო სექტორს რაფერ მოსპეთ სახელმწიფო კლინიკა საავადმყოფოები და რაფერი ატკატებია თუ ვერ ვხვდებით გონიათ?

გამოსათრევი გასასამართლებლები ხართ ყველანი!

თუ ამ გაბღეძნილმა რაც მაგრები ვართ ერმა ეს ვერ შეძლო და ნიურბერგი ვერ მოგიწყოთ მაშინ ახია რაც გაერომ დაუდასტურა - გადაშენების გზაზე ხართო.

რა სიტყვებით უნდა გაგინოთ აღარ ვიცი!

მაგრად მიაწექით ნეოლიბერალიზმს და გული დაიმშვიდეთ მარტო მატლები გველოდება და ამიტომაც მეტი ჩახეთქეთ მეტი არ დაამშიოთ!

გადააგდებთ ხომ ეშმაკს თქვენის გამოცდილებით ?

სიტყვა არაა თქვენი დამპალი არსი რომ ადეკვატურად აღწეროს!"

სოციალისტი მოლოდეც ძმაო! ვინ ბრძანდები გავიცნოთ ერთმანეთი!
"მაგრად მიაწექით ნეოლიბერალიზმს და გული დაიმშვიდეთ მარტო მატლები გველოდება და ამიტომაც მეტი ჩახეთქეთ მეტი არ დაამშიოთ!"
მაგარი იყო ძალიან!
6 წლის უკან