მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა შემტევს ვინისიუს ჟუნიორს ტრავმის გამო 2 თვე გაუცდება.
შეგახსენებთ რომ 18 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი "აიაქსის" წინააღმდეგ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში დაშავდა.
Daily Mail-ს ინფორმაციით სამხრეთ ამერიკელი "ვუნდერკინდი" მისი კლუბის დაახლოებით 9 თამაშს გამოტოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრაზილიელი მოედანს მომავალ სეზონში დაუბრუნდება. მადრიდული გუნდის სამედიცინო შტაბის განცხადებით ნიჭიერ თავდამსხმელს, მარცხენა ფეხზე მყესის გაწყვეტა დაუდგინდა.