ბორჯღალოსნებს ექვს ერში მოხვედრის შესაძლებლობა მიეცემათ

ბორჯღალოსნებს ექვს ერში მოხვედრის შესაძლებლობა მიეცემათ

მსოფლიო რაგბის ხელმძღვანელები ახალი ტურნირის ჩატარებას გეგმავენ, რომლის საშუალებითაც საქართველოს ნაკრებს ექვს ერში მოხვედრის შესაძლებლობა მიეცემა. ახალი გათამაშების ფორმატის თანახმად, რომელიც 2022 წელს დაიწყება, მსოფლიო ლიგა ორ, ევროპისა და მსოფლიოს კონფერენციად დაიყოფა და თითოეული 12 გუნდით იქნება წარმოდგენილი.

"რაგბი ევროპის" ჩემპიონატის მოგების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები ექვსი ერის ბოლო ადგილოსანს პლეი-ოფში შეხვდება და თუ მეტოქეს დაამარცხებს, ექვს ერშიც მოხვდება და მსოფლიო ლიგის ევროპის კონფერენციაშიც ითამაშებს.

ასევე, მოგვიანებით იგეგმება მესამე დივიზიონის შექმნა, სადაც მოთამაშე ნაკრებებსაც იმავე გზის გავლა მოუწევთ, რაც მეორე დივიზიონიდან პირველში მოსახვედრადაა საჭირო.