“მომავალ წერილში „ენკი-ბენკიზეც“ იქნება საუბარი”

“მომავალ წერილში „ენკი-ბენკიზეც“ იქნება საუბარი”

რასაც ვხედავ და ვუყურებ მაქისმალური მცდელობაა, რომ „თიბისი ბანკის“ საქმე სამართლებრივი ჭრილიდან გამოიყვანონ და პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანონ, რაც ჩემთვის და ვფიქრობ, საზოგადოებისთვის არის კატეგორიულად მიუღებელი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ მამუკა ხაზარაძის მიერ სასამართლოში წარდგენილ წერილსა და მისთან ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საქმესთან დაკავშირებით თუ არის კითხვები, ამ კითხვებს პასუხები სამართლებრივ ჭრილში უნდა გაეცეს. ამასთან, ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანისთის გაუგებარია რა კავშირშია თემასთან “არტარეა” და ტვ-“პირველ”.  კალაძემ იუმურით აღნიშნა, რომ ამ ლოგიკით მომავალ წელს “ენკი-ბენკიზეც“ იქნება საუბარი.

„არ ვიცი, საერთოდ ეს რა წერილია. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ანალოგიური წერილის გაკეთება. ჩემთვის ღიმილის მომგვრელია, რაც ეწერა. საერთოდ გაუგებარია, რა შუაშია „ტვ პირველი“ და  „არტარეა“. ალბათ მომავალ წერილში „ენკი-ბენკიზეც“ იქნება საუბარი. ამიტომ დაველოდოთ და სამართლებრივ ჭრილში გავყვეთ ამ კონკრეტულ საქმეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, უნდა შეუწყდეს თუ არა გიორგი გახარიას უფლებამოსილება, ვიდრე გამოძიება დასრულდება, კახა კალაძის თქმით, გიორგი გახარია მზად არის, ნებისმიერ კითხვას გასცეს პასუხი.

„ჩვენ მოვისმინეთ გიორგი გახარიას განცხადება. იგი მზად არის, ნებისმიერ კითხვას გასცეს პასუხი, ეს იქნება პარლამენტში მისვლა, თუ სხვა ქმედებები“, – უპასუხა კალაძემ.