პრემიერის საგანგებო თათბირი

პრემიერის საგანგებო თათბირი "ოცნებაში" - რაზე ესაუბრა ბახტაძე კობახიძესა და დეპუტატებს

ქართულ ოცნებაში" პრემიერი საგანგებო თათბირს მართავს. მამუკა ბახტაძე პარლამენტის თავმჯდომარესა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდა.

"ოცნების"წევრები საუბრის თემაზე არ საუბრობენ, თუმცა არსებული ინფორმაციით, როსტომ მეფის სასახლეში ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიოკაში დაბრუნება და პარტიაში შექმნილი ვითარება განიხილეს.

ირაკლი ღარიბაშვილი დღეს გამართულ შეხვედრას არ დასწრებია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არ ადასტურებენ, რომ შეხვედრაზე საუბარი სამთავრობო ცვლილებებზე იყო. რევაზ არველაძე ირწმუნება, რომ შეხვედრაზე განათლების რეფორმის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

„არის ახალი წინადადებები განათლების ხარისხის თვალსაზრისით, რომ ძალიან ჩამორჩენილი ვართ. საქართველოს საზოგადოება არის ძალიან ჩამორჩენილი,"-აცხადებს რევაზ არველაძე.