თიბისი ბანკის განცხადება

თიბისი ბანკის განცხადება

თიბისი ბანკის, როგორც ქვეყნის უმსხვილესი და ყველაზე წარმატებული ფინანსური ინსტიტუტის საქმიანობა ხასიათდება მაღალი პროფესიონალიზმით და თანხვედრაშია საქართველოს და  საერთაშორისო საბანკო რეგულაციებთან.

თიბისი ბანკი ემსახურება 2 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 100 ათასზე მეტ იურიდიულ პირს. ბანკის მმართველობას ახორციელებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე აღმასრულებელი მენეჯმენტი. თიბისი ბანკის აქციები ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე და შედის პრესტიჟულ FTSE 250 კომპანიების სიაში.

საზოგადოებას გვსურს შევახსენოთ, რომ მიმდინარე ეტაპზე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ მიმდინარეობს გამოძიება სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტზე. ამდენად, საზოგადოების მხრიდან წინასწარი შეფასების მიცემა, ფაქტების დანაშაულად კვალიფიცირება, თიბისი ბანკის მოხსენიება, ზიანს აყენებს და ლახავს ბანკის  რეპუტაციას. სადაო ტრანზაქციასთან დაკავშირებით თიბისი ბანკისა და ეროვნული ბანკის ერთობლივი მუშაობით საკითხი ამოწურულია.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=340&newsid=3593 . ბანკი თხოვს და მოუწოდებს საზოგადოების დაინტერესებულ პირებს თავი შეიკავონ  მტკიცებით ფორმაში

განცხადებების გაკეთებისგან, დაიცვან ეთიკურობის და ობიექტურობის მაღალი სტანდარტი.

 

სოციალისტი ვეთანხმები ამ განცხადებას! შეეშვით ახლა ამ ბანკთან გლახაობას! იყო წერილი, უთხრა, არ უთხრა , იმის გამოკითხვას, ამის გამოკითხვას! მოსხიპეთ ეს ყველაფერი უცბად! იმ გათავხედებულ ტელევიზიებს და ჟურნალისტებს, რომლებიც დღე და ღამე ქვეყნის დაქცევაზე მუშაობენ ამოაძრეთ ენა! ჩააკმენდინეთ ხმა! ნუ გეშინიათ ამ წამხდარი დასავლეთის ქვეყნების ელჩების და მეფისნაცვლების". ამაზე უარესს ვერფერს გვიზამენ რა დღეშიც ახლა მათი წყალობით ვართ!
4 თვის უკან