,,ფინანსური რესურსი არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გარკვეული გადაწყვეტილებების მისაღებად. სწორედ ეს გადაწყვეტილებებია მნიშვნელოვანი და საინტერესო განათლების სფეროს სპეციალისტებისთვის. ჩვენთვის უფრო საინტერსოა, როგორ აპირებს ხელისუფლება ამ დასახული მიზნების მიღწევას. ისეთი გამოწვევებია დღეს საქართველოში, 2-3 წელიწადში ამ მიზნების მიღწევა ძალიან რთული იქნება, თუმცა სწორი ნაბიჯების გადადგმა როგორც ზოგადი, ისე უმაღლესი განათლების სისტემის, სამეცნიერო საქმიანობის მიმართულებით მასწავლებლების კორპუსის გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია. ამითი შევსება დროს საჭიროებს. რაც მალე დაიწყება ასეთი რაღაცეების კეთება მით უკეთესი, ეს დიდი ხნის წინ უნდა დაწყებულიყო. ეს ცალსახადა პოზიტიური ნაბიჯია".