ძირითადი მიმართულება იქნება ხარისხის გაუმჯობესება. რა თქმა უნდა , ეს არის ის მიმართულება, რომელიც არის ევროპული მიმართულება და ხელს შეუწყობს საქართველოს ინტეგრაციას ერთიან საგანმანათლებლო ევროპულ სივრცეში და კვლევით სივრცეში. ეს არის მართლაც დიდი განაცხადი, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური . ყველა თვალსაზრისით არის ძალიან სერიოზული განაცხადი და ვუსურვებ ჩემს თავსაც , ჩვენს სტუდენტობასაც , პროფესურასაც, მოსწავლეებსაც, მასწავლებლებსაც , რომ ეს გეგმები განხორციელდეს.