ეს არის უდიდესი საქმე, ასეთი მასშტაბი არასდროს ყოფილა საქართველოში - ასე აფასებს "განათლება - გზა თავისუფლებისკენ".
„ის რაც მოვისმინეთ, არის უაღრესად მნიშვნელოვანი. მთავარი არის ის,რომ იზრდება დაფინანსება, ეს რეალურია და აუცილებელია იმისთვის,რომ განათლების სისტემა უფრო გაფართოვდეს,გაიზარდოს და უფრო მნიშვნელოვანი გახდეს. აქ არის მთელი რიგი სხვა საკითხები ,სხვა დროს იქნება ამაზე მსჯელობა, კონკრეტული სხვა საკითხებიცაა, დარგების განვითარების მიხედვით. მეტი ყურადღება უნდა ქართველოლოგიის დარგს, კავკასიოლოგიას საერთოდ- პრიორიტეტი საქართველოს მეცნიერებისათვის . ყველა დარგი საჭიროა,მაგრამ ამ დარგებს მეტი ყურადღება სჭირდება. მისასალმებელია,რომ განათლება დასახელდა ქვეყნის მთავარ პრიორიტეტად . მთავარი არის,რომ რეალურად გატარდეს ცხოვრებაში" - განაცხადა როინ მეტრეველმა ახალი ინიციატივის კომენტირებისას .