დავით ლორთქიფანიძე:  ეს არის ძალიან დიდი მოვლენა ყველასთვის

დავით ლორთქიფანიძე:  ეს არის ძალიან დიდი მოვლენა ყველასთვის

,,ნამდვილად ისტორიული დღეა და ძალიან დიდი შესაძლებლობები განათლებისთვის. ჩემთვის, როგორც მეცნიერისთვის მე ვხედავ რომ ეს არის მეცნიერების განვითარება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ მოხდება საზოგადოებრივი განათლება. შეუძლებელია ქვეყნის განვითარება, თუ არ იქნება ფართო მასშტაბის, ბავშვობიდან განვითარება და სწორედ ჩვენს სფეროს, მუზეუმებს , კულტურულ დაწესებულებებს ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ ზოგად განათლებაში. ასე რომ ეს არის ძალიან დიდი მოვლენა ყველასთვის.

განათლება არის ძალიან ფართო ცნება, ეს არ არის მხოლოდ სკოლებისთვის და უნივერსიტეტისთვის. ეს არის მე ვიტყოდი ყველა ჩვენთაგანის ვალი, მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივ განათლებაში. მე ვხელმძღვანელობ სწორედ იმ დაწესებულებას, რომელსაც ეს უშუალოდ ევალება, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს. მთლიანად ჩვენი განათლება უნდა იდგეს ისტორიაზე და ჩვენს ისტორიულ ღირებულებებზე"