საკრალური წერილი რომლის შინაარსი უცნობის, მაგრამ რომლის გამოც „გახარია უნდა გადადგეს“!

საკრალური წერილი რომლის შინაარსი უცნობის, მაგრამ რომლის გამოც „გახარია უნდა გადადგეს“!

მამუკა ხაზარაძემ სკანდალური წერილი, რომელიც შს მინისტრს ეკუთვნის, საქალაქო სასამართლოში წარადგინა. ბიზნესმენის გამოკითხვა საქალაქო სასამართლოში პროკურატურის შუამდგომლობით შედგება. როგორც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გიორგი გახარიასგან მიიღო მუქარის წერილი, სადაც მათი რეპუტაციის დანგრევაზე იყო საუბარი.

რამდენიმე საათიანი გამოკითხვის დასრულების შემდეგ, ბიზნესმენმა კიდევ ერთხელ ახსენა საბჭოთა პროკურატურა და აღნიშნა, რომ წერილის ორიგინალი ლონდონში ექსპერტიზაზეა გაგზავნილი. „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი არ საუბრობს რა წერია გახარიას მუქარის წერილში და ამბობს, რომ ეს პროკურატურის კომპეტენციაა, რამეთუ კარგად ატარებენ პრესკომფერენციებს. როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია იმ შუამავლის შესახებ, რომლისგანაც წერილი მიიღო.

„სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ვნახე საბჭოთა პროკურატურის მენტალიტეტი. წერილში რა წერია, ეს იყოს პროკურატურის კომპეტენცია, რამეთუ კარგად ატარებენ პრესკონფერენციებს. წერილის ორიგინალი გაგზავნილია ლონდონში, ექსპერტიზაზე. ყველაფერი გითხარით. რისი თქმაც არ მინდა, ვერ მათქმევინებთ, დანარჩენზე მიმართეთ პროკურატურას“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ, რომელმაც დამატებითი განმარტებებისგან თავი შეიკავა, მათ შორის კომენტარი არ გააკეთა გახარიას განცხადებაზე, რას გულისხმობდა ის პრივილეგილებულში.

დაიკითხება თუ არა გიორგი გახარია, ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, როცა პროკურატურას მამუკა ხაზარაძის მიერ სასამართლოში წარდგენილი წერილის ასლი გადაეცემა და პროკურორები მის შინაარსს გაეცნობიან. საქმის პროკურორის არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, პროკურატურა ყველა საჭირო მოქმედებას განახორციელებს, რაც საქმის ობიექტურ გამოძიებას წაადგება.

არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებითვე, მიუხედავად იმისა, რომ პროკურორები ჯერ წერილის შინაარსს არ იცნობენ, იკვეთება, რომ წერილში რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშანი იმის, რომ წერილი შს მინისტრის მიერ არის შედგენილი და გაგზავნილი, არ იკვეთება. მისი თქმით, ხაზარაძემ წარმოადგინა წერილი, ჩვეულებრივ ფურცელზე კომპიუტერში დაბეჭდილი ტექსტი, რომლის შედგენა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. საქმის პროკურორი აცხადებს, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის დროს იმ შუამავლის ვინაობა არ დაასახელა, ვინც მისი თქმით, წერილი გადასცა.

„აღნიშნულ ფურცელზე არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ იყო. ამასთან, როგორც მამუკა ხაზარაძემ განმარტა, ეს წერილი მას მიაწოდა შუამავალმა. როდესაც ჩვენ ვეკითხებით შუამავლის დასახელებას, მას გააჩნია ვალდებულება, რომ დაასახელოს შუამავლის ვინაობა, მაგრამ ჩვენთვის გაუგებარი მიზეზით, ის შუამავალს არ ასახელებს.

ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე ამ ქაღალდს, სადაც არის აკრეფილი კომპიუტერზე ტექსტი, არანაირი მაიდენტიფიცირებელი საშუალება არ გააჩნია და შუამავალთან დაკავშირებითაც გაგეცით პასუხი. რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს, ეს წერილი ჯერ ჩვენ არ გადმოგვცემია. სასამართლოს აქვს ამ ეტაპზე. სხვა შემთხვევაში ჩვენ ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ჩავატარებთ, რომ ამ წერილის წარმომავლობა დადგინდეს“, – განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.

მამუკა ხაზარაძის არ სჯერა უმრავლესობის წევრს მამუკა მდინარაძეს. მისი თქმით, სანამ წერილის შინაარსი არ გასაჯაროვდება, საგამოძიებო კომისიის შექმნაზე მსჯელობა არ შეიძლება

„მამუკა ხაზარაძემ უნდა წარმოადგინოს, რა საშუალებით მოიპოვა და არსებობს თუ არა საერთოდ წერილი, ამაზე პასუხი უნდა გასცეს. ასეთ შემთხვევაში, საგამოძიებო კომისიის შექმნაზე მსჯელობა კიდევ შესაძლებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასაცილო სიტუაციაში ვიქნებით, რომ თურმე, წერილი საერთოდ არ არსებობს. მაშინ კომისიამ რა უნდა აკეთოს?

უნდა იმსჯელოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაზე, რომელსაც „თიბისი ბანკი“ დაეთანხმა? ბუნებრივი ლოგიკაა, რომ ხაზარაძემ წერილი წარმოადგინოს, თუ არსებობს. მტკიცებულებების წარდგენას ვითხოვთ. არაერთი კითხვის მიუხედავად, წერილის გასაჯაროებაზე უარი განაცხადა“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

წერილის შინაარს არ იცნობს „ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა დარწმუნებული არიან, რომ მუქარის წერილი არსებობს და მიაჩნიათ, რომ თანამდებობიდან უნდა გადადგეს შს მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. რაც შეეხება ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენების გამო დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ „ევროპული საქართველოს“ მიერ დაყენებულ ინიციატივას პარტია მხარს დაუჭერს.

„ნაციონალურ მოძრაობას“ მიაჩნია, რომ უნდა გადადგეს პირველ რიგში, შინაგან საქმეთა მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და მათ უნდა აგონ პასუხი იმ ძალადობაზე, რაც იქნა ჩადენილი „თიბისი ბანკის“ მიმართ. ხოლო რაც შეეხება დროებით საგამოძიებო კომისიას, ჩვენ, რა თქმა უნდა, დავუჭერთ მხარს, ეს ბერკეტიც უნდა იყოს გამოყენებული.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ხანგრძლივ პროცედურებს შეიცავს, „თიბისი ბანკის“ პრობლემა დღესვე არის გადასაწყვეტი, ვინაიდან მაისში ან ივნისში სერიოზული პრობლემები შეექმნება ანაკლიის პროექტს თუკი არ გაირკვა ის, რომ არავითარი ფულის გათეთრება აქ არ ხდებოდა და პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს „თიბისი ბანკის“ აქციონერების წინააღმდეგ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ბრალდება საფუძვლიანია ფიქრობს „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია, რომლის განცხადებით, ყველა, ვინც ახლა კომისიის წინააღმდეგ მისცემს ხმას, პირდაპირ ხელს აწერს, რომ არის არა მარტო თანამონაწილე ამ ამბის, არამედ ინიციატორი საქართველოსთვის ბიზნესების პრობლემების შექმნის, საბოლოო ჯამში, თითოეული მოქალაქისთვის პრობლემების შექმნის.

„ბრალდებაა საფუძვლიანი. ბატონ ხაზარაძეს ჯერ არ გაუსაჯაროებია ეს წერილი, ხვალ რომ გადაიფიქროს რაღაცის გამო და აღარ გაასაჯაროვოს, ჩვენ არ უნდა გვაინტერესებდეს, რა მოხდა? ბატონი ხაზარაძე ან ბატონი ჯაფარიძე თუ არ აღმოჩნდებიან, ჩვენი უმრავლესობის წევრების აზრით, მოწოდების სიმაღლეზე და უკან დაიხევენ, ვთქვათ, მე იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება, მაგრამ ასეც რომ მოხდეს, პარლამენტმა რა უნდა თქვას, რომ ხელი დავიბანე და აღარ მაინტერესებსო? ეს არის ლუსტრაცია“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ წარმოუდგენელია ხაზარაძეს ასეთი მასშტაბის ტყუილები ეთქვა, მით უმეტეს როცა ასეთი სერიოზული დარტმის ქვეშ არის. როგორც ხუხაშვილი აცხადებს, გახარიას ხიბლი იმაში იყო, რომ პირდაპირ კითხვაზე, პირდაპირ პასუხს სცემდა. ამ შემთხვევაში გახარიამ პირდაპირ კითხვაზე ირიბი პასუხები გასცა. პირდაპირ გადაჭრით - წერილი არ ყოფილა - არ თქვა, რაც სერიოზულ კითხვებს ბადებს.

„სულ ირიბად ისაუბრა, რაც მისთვის დამაზიანებელი იყო. ვინ შესთავაზა ასე რომ ელაპარაკა? ჩვენ ხომ განვლილი გვაქვს ეს ეტაპი. ამ დაპირისპირებით ანაკლიის პორტის პროექტმა მიიღო გამოუსწორებელი ზიანი. პროკურატურა ახლა ეძებს ვინ არის დაზარალებული, წარმოგიდგენიათ რა ხდება? რამხელა აჟიოტაჟი ატეხეს, ანაკლიის პორტი დაანგრიეს, ბანკი დააყენეს საფრთის წინაშე, აღარ ვლაპარაკობ ხაზარაძეზე და ჯაფარიძეზე და შედეგში რას ვიღებთ? გვეუბნებიან, რომ ჯერ არ გვაქვს დადგენილი, ნამდვილად იყო თუ არა ფულის გათეთრებაო.

სახელმწიფომ ამხეალა ზიანი მიიღო და პროკურატურა დღეს გვეუბნება, რომ თურმე არ არიან დარწმუბეული მოხდა თუ არა ფულის გათეთრება. მარტო ხაზარაძე რომ ზიანდებოდეს, კი ბატონო, ცოტა უფრო რბილად შევხედავდით, მაგრამ სახელმწიფო ინტერესი დაზიანდა, ქვეყანას მიადგა ზიანი, ეს არის პრობლემა როდესაც ინსტიტუტების თამაში იმ ქვეყანას აყენებს ზიანს, რომელსაც ისინი თითქოს ემსახურებიან, ეს უკვე საბოტაჟია, მეტი არაფერი“, – აცხადებს გია ხუხაშვილი.

 

გამი ხუხაშვილი გლიჯავს.... ეკონომ. და საფინ. ექსპერტი არის, საერთშორისო ექსპერტი არის, პოლიტიკური ექსპერტი არის, თეოლოგიური ექსპერტი არის; ახლა ფსიქოლოგი და ფიზიოგნომისტიც გამხდარა! გინეკოლოგია და პროქტოლოგია დარჩა.... არა, პროქტოლოგია იცის --- როგორ უძვრებოდა ივანიშვილს! ფსიქოლოგიის მიმართულებით საყვარელიძეს სტოვებს მშიერს! ეგ ხუხა-ბაბილონელი... ვახ, რა დღეში ვართ!
5 წლის უკან
გამი მე ვიცი რა წერია წერილში: "მაინც გახარია უნდა გადადგეს".... თქვენი.....
5 წლის უკან
Maverick ხუხა გლიჯავს. ყველაფერჩიკად გადაიქცა, ვანგასაც გადაუხურა, მაგარი ორა-კულია, ფუუი, ზეზეურად აყროლდა...
5 წლის უკან
Serapina ხუხას ვინ დაეძებს...
გამოდის, ბიძინა 30 წელია შახმატს თამაშობს და ახლა, ყველას ვინც ცოცხალია, ჭადრაკის დაფაზე აბრუნებს...
სააკაშვილს რომ დააბრუნებს, მაშინ მაინც ვერ მიხვდებიან ეს, ერთ დროს გულანთებული მიშისტები, (მერე რომ ბიძინისტებად ტ/რანსფორმირდნენ), სად ბანაობენ?!

ზოგადად, ნაციონალები უფრო პ/როფესიონალურად იხდიდნენ ყველაფერს, ვიდრე ახლა, ამას ოცნება აკეთებს!
5 წლის უკან
Maverick Maverickმამუკა ხაზარაძე აცხდებს: "მუქარის წერილის დედანი კვლევისთვის საზღვარგარეთ აქვს გაგზავნილი... მან, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ დაასახელა იმ შუამავლის ვინაობა, ვინც მას ეს ე.წ. წერილი, მისი სიტყვების თანახმად, გადასცა".
ამ ქმედებით მამუკა ხაზარაძემ დაგვიმტკიცა რომ იგი კვლავ კომკავშირის მდივანია, თაღლითი და გაიძვერაა, "წარმატებული" მევახშე და წურბელა, საკუთარი ბანკის, აქციონერების გადამგდები კომუნისტური ქართული "ბიზნესის" ტრადიციული წარმომადგენელია!
მეტი არ იცის და რა ქნას?! ღლეტიაა, და მეტი არაფერი!
5 წლის უკან