გუშინ, ტელეკომპანია “პირველის” გადაცემის “რეაქცია” სტუმარი საქართველოს ყოფილი პრემიერი -მინისტრი და დღეს, უკვე პარტია “ქართული ოცნების” პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი გახლდათ. რომელმაც მთავარ პოლიტიკურ და არამხოლოდ პოლიტიკურ საკითხებზე ექსკლუზიურად ინგა გრიგოლიასთან ისაუბრა. ღარიბაშვილის ინტერვიუს ოპოზოციური ძალების წარმომადგენელთა და საზოგადეობის გარკვეული ნაწილი მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. აღნიშნულს ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში სარკასტული პოსტი გამოეხმაურა:
“ნაცები” იძახიან, ვუყურეთ ღარიბაშვილს ტელევიზორში და თავები 2012 – ში გვეგონაო.
ვაი, ვაი, ვაი… ჯერ ერთი, სად გაქვთ თავები და მეორეც – მიHას ამოღება რომ გინდათ სარკოფაგიდან, ეგ ვითომ თავები 2003-ში არ გგონიათ?!” – წერს ზედელაშვილი “ფეისბუქზე”.