მადრიდის „რეალს“ ბოლო ხანებში ჟოზე მოურინიოს უკავშირებენ. პორტუგალიელი სპეციალისტი „მანჩესტერიდან“ გათავისუფლების შემდეგ უმუშევარია და შესაბამისად, ნებისმიერი წინადადების განხილვა თავისუფლად შეუძლია.
„განსაკუთრებულმა“ ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ გუნდებში, სადაც უკვე მუშაობდა, სიამოვნებით დაბრუნდება.
„რეალში“ დაბრუნება? რაც უნდა ვთქვა, ჭორები ყოველთვის ჭორებია. თუმცა, მე არანაირი პრობლემა არ მაქვს „რეალში“, „ინტერში“, „პორტუში“ ან „ჩელსიში“, ნებისმიერ გუნდში დაბრუნებაზე, რომელშიც მიმუშავია. კარგი გრძნობაა, როდესაც ისევ იქ გეპატიჟებიან, სადაც უკვე იყავი, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ აქამდე, სადაც დაბრუნება შემომთავაზეს მხოლოდ „ჩელსია“, სხვა არცერთი.
იყო ფანტასტიკური მომენტები და საშინელი მომენტებიც, დამიშვია შეცდომებიც, მაგრამ „რეალის“ შემდეგ გავიზარდე, როგორც მწვრთნელი, ისე ადამიანი“, - განაცხადა მოურინიომ.