ტომას მიულერის, მატს ჰუმელსის და ჟერომ ბოატენგის სანაკრებო კარიერა დასრულებულია. ამის შესახებ გერმანიის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა გერმანიის საფეხბურთო კავშირის ვებგვერდთან განაცხადა.
მიზეზად იოახიმ ლიოვმა გუნდის გაახალგაზრდავება დაასახელა. მისი განცხადებით, ის ორშაბათს მიუნხენში სამივე ფეხბურთელს პირადად შეხვდა და საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ აცნობა.
მიულერმა, ბოატენგმა და ჰუმელსმა 2014 წელს გერმანიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიგეს.