"ბარსელონას" ფეხბურთელი ლიონელ მესი არგენტინის ნაკრებში, დიდხნიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. Espn-ის ინფორმაციით თანამედროვე ფეხბურთის ვარსკვლავი ეროვნული ნაკრების მაისურს ვენესუელის და ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ, ამხანაგურ მატჩებში მოირგებს.
არგენტინაში მესის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ აღარ უთამაშია. სანაკრებო დონეზე, არგენტინელმა ვარსკვლავმა რუსეთის მუნდიალზე, საფრანგეთის წინააღმდეგ, მერვედფინალურ თამაშში იასპარეზა. "ალბისელესტემ" ის შეხვედრა 3-4 დათმო. ვენესუელელებთან არგენტინა 22 მარტს, მადრიდში ითამაშებს, ხოლო რამდენიმე დღეში, დრეზდენში ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.