ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის მასტერსის პირველ წრეს გამოტოვებს. ამის შესახებ წილისყრისას გაირკვა.
ქართველი ბადის იმ მეოთხედში მოხვდა, რომელშიც მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩია. მასტერსი 7 მარტს დაიწყება.
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია. მორიგი სათამაშო კვირის შემდეგ, ქართველმა ჩოგბურთელმა ერთი საფეხურით მაღლა აიწია პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში. ბასილაშვილს 45 ქულა მოემატა და 1865 ქულით მე-18 ადგილზეა, რაც მისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია.