ჩუღურეთის რაიონში, როსტომაშვილის ქუჩაზე ქვაფენილი იგება. 700 კ.მ-ზე დაზიანებულ რიყის ქვას ახალი ქვაფენილი ჩაანაცვლებს. სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა. მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, მიწისქვეშა კომუნიკაციები შეიცვალა და ბორდიურები მოეწყობა.
ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია „გლობალ ჰაუსი“ ასრულებს, პროექტის ღირებულება კი 80 000 ლარს შეადგენს.

