"დეტროიტმა" გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი დაამარცხა - ფაჩულია 4 მოხსნით გამოირჩა

3 მარტს, NBA-ს მორიგ ტურში ზაზა ფაჩულიას "დეტროიტ პისტონსმა" აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი ლიდერი "ტორონტო" მიიღო და ოვერტაიმში 112:107 დაამარცხა.

მასპინძელთა ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო და მოედანზე გატარებულ 10 წუთში აქტივში მხოლოდ 4 მოხსნა ჩაიწერა.

ყველაზე შედეგიანი "ტორონტოს" მოთამაშე კაილი ლოური იყო, რომელმაც 35 ქულა, 5 პასი და 7 მოხსნა მიითვალა. დეტროიტელთაგან კი ბლეიკ გრიფინი გამოირჩა, რომლის ანგარიშზეც 25 ქულა, 1 პასი და 7 მოხსნაა.

ორმაგი დუბლით გამოირჩა ანდრე დრამონდი  - 15 ქულა, 1 პასი, 17 მოხსნა.

ძირითადი დრო 100:100 დასრულდა,

ოვერტაიმში კი "პისტონსმა" 12:7 გაიმარჯვა და ერთ-ერთი ლიდერის ძლევით აქტივში მორიგი მოგება ჩაიწერა.

"დეტროიტი" 31 მოგებითა და ამდენივე მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე პოზიციას იკავებს.

ზაზა ფაჩულიას გუნდი შემდეგ შეხვედრას "მინესოტასთან" 7 მარტს, ჩვენი დროით 04:00 საათზე გამართავს.