თურქმა ფეხბურთელმა მანსურ ჩალარმა მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებს სხეულის დაზიანებები მიაყენა. ინციდენტი „ამედსპორისა“ და „საქარიასპორის“ მატჩის მსვლელობისას მოხდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
„ამედსპორის“ ფეხბურთელმა მოედანზე შეუმჩნევლად სამართებელი შეიტანა და „საქარიასპორის“ ფეხბურთელებს დაესხა თავს.
მოგვიანებით „ამედსპორის“ ხელმძღვანელობამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც მომხდარი კატეგორიულად უარყო და მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელები ცილისწამებაში დაადანაშაულა.