„პრეზიდენტი“ „ჩიკას“ გამოესარჩლა - „ანი ბულინგის მსხვერპლია“

„პრეზიდენტი“ „ჩიკას“ გამოესარჩლა - „ანი ბულინგის მსხვერპლია“

"მსახიობს რომ აჯარიმებ, მაღალჩინოსანი 160 კმ. საათით რომ დარბის ჭავჭავაძეზე (გახეულ კაიფში) მაგის დაჯარიმების უკანალი არ გაქვთ ხოო?!" - მსახიობ ანი ჩირაძის, იგივე "ჩიკას" დაჯარიმების თემას ფეისბუქზე „ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი კახა გოგიძე - სულიკო დარდიანიძის როლის შემსრულებელი ეხმაურება.

კოლეგას კახა გოგიძე გამოესარჩლა, რადგანაც მიიჩნევს, რომ ანი ჩირაძე ბულინგის მსხვერპლია.

„ახლა დარბაზში ვვარჯიშობდი, შევისვენე - ფეისბუქზე შევიხედე და გავოცდი: ანის ამბავი ისე აქვთ ატაცებული, ეს რა დააშავაო, სიამოვნებით აზიარებენ და პოსტავენ: ჩიკას თავში ისე აქვს ავარდნილი, პატრულთან იგინება და შაგუმაც ვერ უშველაო. საზოგადოების ასეთი რეაქცია ნამდვილად არ მომეწონა. დასაჯარიმებელი აუცილებლად უნდა დაჯარიმდეს, მაგრამ ეს გოგო ბულინგის მსხვერპლი გახადეს. ჩიკა პერსონაჟია ისეთი, როგორიც არის, თორემ ცხოვრებაში სულ სხვანაირია. თითქოს ელოდებოდნენ და რა კარგია, რომ ანი დააჯარიმეს. ის რატომ ავიწყდებათ, მაღალჩინოსანი რომ ნარკოტიკული თრობის ქვეშ დარბოდა მანქანით და პატრულმა არ დააჯარიმა", - ამბობს გოგიძე "პრაიმტაიმთან".

დღეს სასამართლომ მსახიობი ანი ჩირაძე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, 1200 ლარით დააჯარიმა. მას, სავარაუდოდ პატრულის შეურაცხყოფას ედავებიან.