შეურაცხყოფას დაუმსახურებლად არავინ იღებს -

შეურაცხყოფას დაუმსახურებლად არავინ იღებს - "ჩიკას" პირველი კომენტარი

"ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობ ანა ჩირაძეს, სავარაუდოდ პატრულის შეურაცხყოფის გამო, 1200 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

ანი ჩირაძე "პრაიმტაიმთან" ინფორმაციას არ ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ შეურაცხყოფას დაუმსახურებლად არავინ იღებს. მისი თქმით ის სასამართლოში მეგობარს მიყვა.

ანი ჩირაძე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო. კონკრეტულად რა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის სცნეს ის დამნაშავედ, ამის შესახებ სასამართლოც და შსს-ც ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ.