„პოლიტიკაა შესაცვლელი და არა ირაკლი კობახიძე“

„პოლიტიკაა შესაცვლელი და არა ირაკლი კობახიძე“

ზოგმა მადამ ტიუსოს მუზეუმში მიუჩინა ადგილი, ზოგმა ჩათვალა, რომ ჩვენს პარლამენტს თავმჯდომარე არც ჰყავს, ზოგმა კი დაასკვნა, რომ პარლამეტს ისეთი თავმჯდომარე ჰყავს, როგორიცაა თავად პარლამენტი.

სინამდვილეში, როგორია პარლამენტართა თვალით დანახული ირაკლი კობახიძე და მართლა ამ ერთ კაცშია თუ არა პრობლემა, რამაც იგი ამბოხებულ დეპუტატთა სამიზნედ აქცია?

ფაქტი ერთია, ირაკლი კობახიძის მისამართით ამდენი კრიტიკის ნიაღვარი სწორედ ბოლოდროინდელ მოვლენებს მოჰყვა, რაც მისი სახელი უვადოდ დანიშნულ მოსამართლეთა თემასთან გადაიჯაჭვა. მანამდე კობახიძე ასეთი სამიზნე არ ყოფილა. დღეს კი მის იმპიჩმენტზე საუბრობენ.

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე პარლამენტის თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილთან ამბების არასწორად მიტანაში სდებს ბრალს, რაც თურმე ბიძინა ივანიშვილსაც წამოსცდენია შეხვედრებზე. ამდენად, დავით ჭიჭინაძე კატეგორიულობას ავლენს და ამბობს, „კობახიძე გასაშვებია პოლიტიკიდან, ადგილიც მივუჩინე მადამ ტიუსოს მუზეუმში“.

გედევან ფოფხაძისთვის ირაკლი კობახიძე ისედაც გადაყენებულია და მას პარლამენტის თავმჯდომარედ არც თვლის. გიგი უგულავა კი ასკვნის, რომ „ჩვენ გვყავს უტიფარი, მატყუარა პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ფაქტებით „ჟონგლიორობს“.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძის მთავარ მეტოქეს ეკა ბესელიას, იგი ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტის დაყენებას არ გამორიცხავს და მიიჩნევს, რომ ირაკლი კობახიძის თავმჯდომარეობით დღევანდელი პარლამენტი 5 კაცის სათარეშო ადგილად იქცა და კობახიძის საძმაკაცო თუ სადაქალო მართავს პარლამენტს. ამდენად, ბესელიას აზრით, პარლამენტს სჭირდება ძლიერი, პრინციპული, შეუვალი ხელმძღვანელი, რათა არ მოხდეს მის საქმიანობაში უხეში ჩარევა.

მართლაც, ამ ერთ კაცშია თუ არა პრობლემა?

პოლიტიკოსი კობა დავითაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მხოლოდ ირაკლი კობახიძეში არ არის პრობლემა და ეს კაცი არ იყო მაშინ, როდესაც ეს თემა იმთავითვე განისაზღვრა. ეს ნიშნავს, რომ მმართველ გუნდში შიდა დაპირისპირება შეიძლება არსებობს და შეიძლება არსებობს კიდეც შიდა გუნდი „ისპალნიტელებისა“, მაგრამ ეს ბიძინა ივანიშვილის მიერ მოყვანილი ხალხია და საქმის ისე წარმოჩენა, ახლა კობახიძეს თუ გადავაყენებთ, აშენდება ქვეყანა, არ შეიძლება.

„ამით ქვეყანა არ აშენდება, რადგან პოლიტიკაა შესაცვლელი და არა კობახიძე. მე ირაკლი კობახიძის ცუდიც მახსოვს და კარგიც. მახსოვს, ის თავის დროზე ადვოკატი იყო, სანამ პარლამენტში მოხვდებოდა და მერე იყო ლობისტი იმ კონსტიტუციური ცვლილებისა, რომლითაც მიწასთან დაკავშირებით კერძო საკუთრება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების ხელში უნდა ყოფილიყო. ეს დაკანონდა და ეს კარგი საქმეა. ამავდროულად, ახალ კონსტიტუციაში ჩაიწერა მნიშვნელოვანი რამ, რაც აბრაზებს დღევანდელ ლიბერალებს და ვერ ეგუებიან ლომჯარიას თამადობით, ესაა ქალისა და მამაკაცის ქორწინება. ეს არ უნდა დავუკარგოთ ამ კაცს და არ უნდა გამოვაცხადოთ ბოროტების სათავედ“, - აცხადებს კობა დავითაშვილი და იზიარებს მოსაზრებას, რომ, მეორე მხრივ, ირაკლი კობახიძე არც არის და ვერც იქნება დამოუკიდებელი ფიგურა.

ამის მიზეზი კი ის არის, რომ ირაკლი კობახიძემ ის პოლიტიკა უნდა გაატაროს, რომელიც პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განსაზღვრა. ამდენად, ჩვენ რომ საზოგადოება შეცდომაში შევიყვანოთ და ვთქვათ, მოდით, ვეჭიდავოთ კობახიძეს, წავაქციოთ, გავუშვათ პოსტიდან და ამით პოლიტიკა შეიცვლება, სიმართლე არ იქნება. ამით პოლიტიკა არ შეიცვლება.

პარლამენტის როგორი თავმჯდომარეა ირაკლი კობახიძე, კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი ამაზე საუბრისგან თავს იკავებს, რადგან კობახიძე მისი კოლეგაა. For.ge-სთან საუბარში ავთანდილ დემეტრაშვილი აცხადებს, რომ ირაკლისთან ერთად მას დაწერილი აქვს სამი სახელმძღვანელო და ერთადერთი, რისი თქმაც შეუძლია, ის არის, რომ ირაკლი კარგი კონსტიტუციონალისტია.

„ის ძლიერი კონსტიტუციონალისტია, მაგრამ მას პოზიტიურად ვერ შევაფასებ, როგორც პოლიტიკოსს, მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემი კოლეგაა. რაც შეეხება ირაკლის იმპიჩმენტს, იმპიჩმენტი პარლამენტის თავმჯდომარეზე არ ვრცელდება. იგი სხვა სახით შეიძლება გადააყენონ, რაზეც არ დავკონკრეტდები. იმ ადამიანებმა, ვინც წყვეტს ასეთ საკითხებს, ალბათ, თავად იციან, რა სახით შეუძლიათ გადააყენონ კობახიძე“.

 

სოციალისტი თუ ქვეყნის იდეოლოგია იქნება ისეთი როგორიც დღეს არის ანუ ნატო-დასავლეთი, ლიბერალიზმი, პარტიული პოლიტიკა, პოლიტიკური პარტიის აღმატებულება სამოალაქო საზოგადოებაზე, მაშინ ბატონი ირაკლი არის ამ მიმართულების ერთ- ერთი ყველაზე ძლიერი, შესატყვისი წარმომადგენელი. თუ შეიცვლება ქვეყნის პოლიტიკა, ლიბერალური ვექტორი დასუსტდება, რასაც მე პირადად მივესალმები, და გაიზრდება პოლიტიკაში ეროვნულ- კინსერვატიული ძალების წონა, აი მაშინ დადგება საჭიროება და პარლამენტს ეყოლება სხვა თავმჯდომარე. დღეს კი ბატონი ირაკლი არის იქ სადაც უნდა იყოს!
5 წლის უკან
კ ო მ ბ ლ ე ...............................
სოციალისტი!
მისი ადგილი იქ არის, სადაც ზის ხომ? მე კი ვფიქრობ, რომ პოტალოს ჩიტის ადგილი, მხოლოდ მუხის ფუღუროშია და ღმერთმა არ ქნას აცდეს. „ლამაზად თქვა დიდმა მექსიკელმა მწერალმა, ლომონოსოვის და ლევ ნიკალაევიჩ ტროცკის ფანატმა ფონ ხუან ხოსანამ „„მაგარია მუხა ტყეში““ „„ყ.--.. მ..--..ში, ყ..--. მ..--..ში. ანუ ყანაში მუხა! ყანაში მუხა! თქვენ რა იფიქრეთ? წუწკები ნუ ხართ...
ყველა ახვარი და ყველა შტერი,
ყველა პიჟონი, ენაჭარტალა,
ერთად შეკრიბა, და ყველას ერთად,
ოცნების კალთა გადააფარა.
ერთი ორი სამი
ერთი ორი სამი
ტრიალებს!
ხალხი ჯერ ჩუმად ღრიალებს,
ჟორა იშუშებს იარებს
და ი-ა-რებს.....
5 წლის უკან
კ ო მ ბ ლ ე -----------------
სურათზე ბავშვია, თუ შიბლა პატარა,
დედიკომ სკოლაში, რამდენ ხანს ატარა?
ეს პატარა შაშაკოლა,
ვისია?
ვისია და ხალხის,
რისი ღირსიც ვართ.
5 წლის უკან
ბ ა ტ ო ნ ი 420 ------
ხალხი ხეპრეა და ჩლუნგი, მათ აზრზე დაყრდნობა არ შეიძლებაო. ამაზე დიდი სიმართლე ორიათასი წელია, ჯერ არავის უთქვავს ჩვენთვის . ზუსტი დიაფნოზია.
სიმართლე მწარე წამალია, თუმცა მორჩენაც შეუძლია. ეგრე რომ არ უყოს, ამ შიბაქს რა უნდოდა პარლამენტის დირექტორად?
5 წლის უკან