ირინა შეიკისა და ბრედლი კუპერის ურთიერთობის ქრონოლოგია

ირინა შეიკისა და ბრედლი კუპერის ურთიერთობის ქრონოლოგია

ირინა შეიკისა და ბრედლი კუპერის ვარსკვლავური წყვილი, ბოლო დროს, განსაკუთრებით აქტუალურია. ხშირად იწერება მათ ურთიერთობაში შექმნილ პრობლემებსა და გარეშე პირებზე, რომლებსაც მათი ოჯახისთვის ზიანის მოტანა სურთ, თუმცა როგორც ჩანს, ისინი მაინც ახერხებენ იდილიის შენარჩუნებას და მცირეწლოვან ქალიშვილს - ლეას სრულფასოვან  გარემოს სთავაზობენ, შესაბამისად, გთავაზობთ იმ ვარსკვლავების  ურთიერთობის ქრონოლოგიას, რომლებაც ბევრი დაბრკოლების მიუხედავად, შეძლეს ერთმანეთის შენარჩუნება.

2015 .

ბრედლისთან დაახლოებამდე, ირინა შეიკი ხუთი წლის განმავლობაში ცნობილ ფეხბურთელს -- კრიშტიანუ რონალდოს ხვდებოდა. წყვილმა დაშორების შესახებ 2015 წლის იანვარში გვამცნო, "ვფიქრობთ, რომ ეს საუკეთესო ნაბიჯია ორივესთვის" - აღნიშნეს მათ პრესასთან საუბარში.

თავად მსახიობი, იმავე წელს დაშორდა ცნობილ მსახიობსა და მოდელს - სუკი უოტერჰაუზს, რომელსაც ორი წლის განმავლობაში ხვდებოდა.

იმავე წლის აპრილის თვეში ტაბლოიდები უკვე წერდნენ ირინასა და ბრედლის შორის არსებულ რომანზე, თუმცა ეს ინფორმაცია მაშინ ოფიციალურად ჯერ კიდევ არ დასტურდებოდა.

ისინი პაპარაცებმა ერთად პირველად 2015 წლის აგვისტოში, იტალიის ერთ-ერთ კურორტზე დააფიქსირეს.

2015 წლის სექტემბერში ირინა პირველად გამოჩნდა ბრედლის დედასთან - გლორია კამპანოსთან ერთად.

2015 წლის ოქტომბერში წყვილის პირველი დებიუტი შედგა წითელ ხალიჩაზე. ირინა და ბრედლი პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართულ საღამოზე ერთად გამოჩნდნენ.

მომდევნო დღეს კი, პარიზშივე გამართულ საქველმოქმედო საღამოს დაესწრნენ.

2016 წელს წყვილმა ურთიერთობა სოციალურ ქსელებშიც გაასაჯაროვა. აპრილში ირინამ რჩეულთან ერთად გადაღებული მიმზიდველი კადრი გაუზიარა გამომწერებს.

მაისის თვეში გამართულ Met Gala-ს წყვილი ცალ-ცალკე ესტუმრა, თუმცა წითელ ხალიჩაზე ისინი ერთად დააფიქსირეს.

ივლისის თვეში  ფოტოგრაფებმა ირინა და ბრედლი უიმბლდონის ტურნირზე საკმაოდ არასასიამოვნო გარემოებაში დააფიქსირეს.

2016 წლის ნოემბერში მოდელი Victoria's Secret-ის მოდურ ჩვენებაზე გამოვიდა, როცა უკვე ორსული გახლდათ თუმცა ამის შესახებ ჯერ საზოგადოებამ არ იცოდა.

უკვე დეკემბერში ირინა შეიკის თითებზე ნიშნობის ბეჭედი დააფიქსირეს, თუმცა წყვილს ეს ინფორმაცია დღემდე არ დაუდასტურებია. გულშემატკივარი მოუთმენლად ელოდა მათი ქორწილის ცერემონიასაც, თუმცა ბრედლი და ირინა ამაზე დღემდე უარს ამბობენ.

2017 .

მარტში წყვილს პირველი შვილი - ლეა შეეძინა.

2018.

წყვილი კიდევ ერთხელ გამოჩნდა Met Gala-ს ცნობილ საღამოზე და ფოტოგრაფებს ამჯერად მათი რომანტიკული მომენტების დაფიქსირების საშუალებაც მიეცათ, რასაც ისინი წინა წლის ცერემონიაზე გაურბოდნენ.

2019 .

იანვარში წყვილის კიდევ ერთი იშვიათი გამოჩენა შედგა წითელ ხალიჩაზე, ირინამ ამჯერად გადაწყვიტა მეუღლისთვის "ოქროს გლობუსის" დაჯილდოებაზე დაეჭირა მხარი, სადაც ბრედლის ფილმი "ვარსკვლავის დაბადება" რამდენიმე ნომინაციაზე იყო წარდგენილი.

ხელ დაადასტურა, რომ ბრედლისა და ლედი გაგას შორის არსებულ რომანზე გავცრელებული  ინფორმაცია შესაძლოა ტყუილი აღმოჩნდეს.

წყვილმა საზოგადოება თებერვალშიც აალაპარაკა, როცა "ოსკარის" რიგით 91-ე დაჯილდოებაზე, მაშინ როცა ყველა Star is Born-ის მსახიობების რომანზე საუბრობდა, წითელ ხალიჩაზე ერთად გამოჩნდა.

თავად ცერემონიის დროს კი, ირინა გაგასა და ბრედლის შორის იყო მოკალათებული, რამაც კიდევ უფრო დაარწმუნა ფანები, რომ ის მოკრძალებულად ცდილობს სიტუაციის გაკონტროლებას.