ქეით მიდლტონი მეოთხე შვილს ელოდება?

ქეით მიდლტონი მეოთხე შვილს ელოდება?

ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც სოციალურ ქსელებში აქტიურად იწერება კემბრიჯის ჰერცოგინიის ორსულობის შესახებ. 37 წლის ქეით მიდლტონს ამის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა 28 თებერვალს ირლანდიაში მორიგი გამოჩენის დროს ამ თემის შესახებ გარკვეული მინიშნება მოგვცა.

წყვილის შესახვედრად, რა თქმა უნდა, ამჯერადაც უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი, რომელთა შორისაც ერთმა ჰერცოგინიის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო.

ქეითმა შეამჩნია 5 თვის პატარა, რომელსაც მიუახლოვდა და მის მშობლებთან აღიარა, რომ მისი შემხედვარე ცოტათი ჩაფიქრდა.

ხოლო კითხვაზე ელოდება თუ არა მეოთხე შვილს ჰერცოგინიამ ხუმრობით უპასუხა.

"ვფირობ, უილიამი ცოტათი ანერვიულდება" - აღნიშნა ქეითმა.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ქეითის ჩაცმულობა იყო.

Mulberry-ს სამოსში გამოწყობილი ჰერცოგინია ამჯერად "ჰარი პოტერის" ერთ-ერთ გმირს - ფლორ დელაკურს მიამსგავსეს და მათი კადრები სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა.