ცნობილები, რომლებიც ქალწულობას ქორწილამდე ინახავდნენ

ცნობილები, რომლებიც ქალწულობას ქორწილამდე ინახავდნენ

ამბობენ, რომ შოუ-ბიზნესი ადამიანს ცვლის და მორალსა და ღირსებას აკარგვინებს. მაგრამ ჰოლივუდშიც აღმოჩნდნენ ისეთები, ვინც ქალწულობა ქორწინებამდე შეინახა.

ცნობილები,რომლებმაც ქალწულობა 20 წლის შემდეგ დაკარგეს.

ადრიანა ლიმა

ძნელად დასაჯერებელია, მაგრამ სექსუალური ბრაზილიელი სუპერმოდელი და ვიქტორია სეკრეტის ერთ-ერთი ანგელოზი ქორწინების პირველ ღამემდე ქალწული იყო. მარკო იარიჩთან დაქორწინებამდე, გოგონამ არაერთ ინტერვიუში აღიარა, რომ თავს იმ ერთადერთისთვის ინახავს. ქორწილი 2009 წლის 14 თებერვალს შედგა, როცა ლიმა 27 წლის იყო. დღეს წყვილი ერთმანეთს გაეყარა, მაგრამ 2 შვილს ზრდიან.

სელინ დიონი

სელინმა მომავალი ქმარი 12 წლის ასაკში გაიცნო, როცა ის 38 წლის იყო. როცა მომღერალს 19 წელი შეუსრულდა რენესთან შეხვედრა დაიწყო და სელინის თქმით, სწორედ რენემ შესთავაზა ქორწილამდე დაეცადათ, რომელიც მხოლოდ 7 წლის შემდეგ შედგა.

ჯესიკა სიმპსონი

ჯესიკა მღვდლის ოჯახში დაიბადა. ის ყოველთვის ხმამაღლა ამბობდა, რომ მის სექსუალურ ცხოვრებას დიდი სერიოზულობით უდგება. გოგონა ქალწულობას მხოლოდ 22 წლის ასაკში, ნიკ ლიშესთან ქორწინებისას გამოეთხოვა. "ყველა ჩემი საქციელიდან, ყველაზე მეტად იმით ვამაყობ, რომ ქალწულობა ქორწილის პირველ ღამემედე შევინახე" - აცხადებს სიმპსონი.

დაკოტა ფენინგი

დაკოტა დედას დაჰპირდა, რომ ქალწულობას 18 წლის ასაკამდე შეინახავავდა. ახლა ის 20 წლისაა და დაპირებას კვლავ ასრულებს.

ბიონსე

მომღერალს პირდაპირ არ განუცხადებია, რომ მისი პირველი მამაკაცი ჯეი-ზი იყო, თუმცა ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრისას თქვა: "მეგობარი ბიჭი 13-დან 17 წლამდე მყავდა, თუმცა მასთან არაფერი მქონია. მას შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი მამაკაცი იყო და ის ჯეია". შეგახსენებთ, რომ ჯეი-ზისა და ბიონსეს რომანი მაშინ დაიწყო, როცა ბიონსე 21 წლის გახლდათ.

სარა დრიუ

როგორც ეკრანზე, ისე ცხოვრებაში, სარა დრიუ - ქრისტიანული ღვთისმოსავობის განსახიერებაა. "გრეის ანატომიის" ვარსკვლავმა, არაერთხელ გაამხილა, რომ მისი პირველი მამაკაცი პიტერ ლანფერი იყო, რომელზეც 22 წლის ასაკში იქორწინა.

ტერენს ჰოვარდი

მსახიობი ტერენს ჰოვარდი, იმ ჩამონათვალთა სიაში შედის, ვინც ვაჟიშვილობას მხოლოდ ქორწინების შემდეგ გამოემშვიდობა. ის სულ 4 ქორწინებაში იმყოფებოდა, ამათგან პირველი 20 წლის ასაკში მოხდა.