„ქართულ ოცნებაში“ „პერედისლოკაციის“ პროცესი მიმდინარეობს“

„ქართულ ოცნებაში“ „პერედისლოკაციის“ პროცესი მიმდინარეობს“

ვინ იქნება შემდეგი?! ეს კითხვა ბევრი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა. მით უმეტეს, ახლა, როცა სულ უფრო მეტი დეპუტატი აანონსებს გუნდის დატოვებას. პროცესები გაზაფხულზე გართულდება. სწორედ გაზაფხულზეა დამოკიდებული, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ პარლამენტში მოსამართლეებთან დაკავშირებით და ამის შედეგად დატოვებენ თუ არა დეპუტატები უმრავლესობას.

მანამდე კი „ქართული ოცნებიდან“ რიგით მეხუთე დეპუტატი წავიდა. ეკა ბესელიას, ლევან გოგიჩაიშვილის, გედევან ფოფხაძისა და ბექა ნაცვლიშვილის შემდეგ ბესელიას მეგობარმა, ზვიად კვაჭანტირაძემაც განვლო ოთხი დეპუტატის მიერ გაკვალული გზა და უმრავლესობიდან წასვლა ელექტრონული ფოსტით აცნობა ყოფილ თანაგუნდელებს. მმართველი გუნდის რიგების დატოვების პროცესი ზვიად კვაჭანტირაძით არ ამოწურულა და სწორედ გაზაფხული იქნება გადამწყვეტი „ოცნებისთვის“, როცა შევიტყობთ კობა ნარჩემაშვილი, ზაზა ხუციშვილი, გია ჟორჟოლიანი, მირიან წიკლაური, რუსლან პოღოსიანი და ოთარ ჩრდილელიც ხომ არ გაიზიარებენ წინამორბედთა ხვედრს. ყოველ შემთხვევაში, ბესელიას საუბრები უმრავლესობის კიდევ ბევრ დეპუტატთან აქვს და ეს ნიშნავს, რომ მმართველი გუნდის დასატოვებლად კიდევ რამდენიმე დეპუტატი ემზადება.

ბევრი ადამიანი დღეს ფიქრობს, რა ამოძრავებს ბესელიას? მართლაც მოსამართლეთა საკითხი, თუ იგი ბიძინა ივანიშვილის ახალი პროექტია, რომელმაც ნანატრი ე.წ. მესამე ძალის მანტია უნდა მოირგოს „ქართული ოცნების“ წიაღიდან გასვლით?! ბიძინა ივანიშვილს ხომ მუდამ საყვედურობდნენ, რომ მან მესამე ძალისთვის არეალი არ დატოვა და ყველა, ვინც კი ახალ ძალად ჩამოყალიბებას ლამობდა, განწირული იყო მარცხისთვის. სამაგიეროდ, მესამე ძალის შევიწროების პროცესი სიცოცხლეს უხანგრძლივებდა „ნაციონალებსაც“ და „ქართულ ოცნებასაც“.

რა ამოძრავებს ბესელიას და არის თუ არა იგი ბიძინა ივანიშვილის პროექტი, ამის შესახებ კონსტიტუციონალისტ ავთანდილ დემეტრაშვილს თავისებური ახსნა აქვს. For.ge-სთან საუბრისას ავთანდილ დემეტრაშვილი აცხადებს, რომ, სავარაუდოდ, „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარეობს „პერედისლოკაცია“.

„სწორედ ეს რუსული სიტყვა მინდა გამოვიყენო ამ სიტუაციის გასაანალიზებლად. დარწმუნებული ვარ, „ოცნების“ ლიდერებს გაცნობიერებული აქვთ, რომ „ქართული ოცნების“ ნდობა მოსახლეობაში იმ სახით, რაც დღეს არის, საკმაოდ დაბალია. ამ მთლიანი შემადგენლობით „ქართული ოცნება“ 2020-ში (მით უმეტეს, თუკი არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდა) უმრავლესობას ვერ მოიპოვებს. უფრო მეტიც, შეიძლება, მეორე-მესამე პარტიაც კი ვერ გახდეს „ოცნება“, თუკი პროპორციული სისტემა იქნება დადგენილი. ამიტომაც ხდება დივერსიფიკაცია. არ მინდა, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს დავუკავშირო ეს პროცესი, ალბათ, კოლექტიურად არსებობს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ გაიწმინდოს „ქართული ოცნება“, დანაწილდეს სხვადასხვა სეგმენტად და ამ დანაწილებული სეგმენტების მეშვეობით ერთობლივად შეუტიონ გაერთიანებულ ოპოზიციას, თუ „ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოს“ და სხვა“, - აღნიშნა ავთანდილ დემეტრაშვილმა.

მანვე განმარტა, რომ მესამე ძალას ვერ დაარქმევდა იმ ძალას, რომელიც „ქართული ოცნების“ წიაღიდან გამოვა. ეს ერთი ძალა იქნება, მაგრამ იქნება სხვადასხვა რაზმით. არ არის გამოსარიცხი, რომ ეკა ბესელია ერთ-ერთი რაზმის წევრი გახდეს, რადგან ბესელიას მნიშვნელოვანი სოციალური კაპიტალი გააჩნია, მას არ გაუჭირდება ცალკე პოლიტიკური ძალის ფორმირება, მაგრამ სტრატეგიულად, რა თქმა უნდა, იგი არ იქნება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ბესელია არ იქნება განახლებული „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.

ეს პროცესი ავთანდილ დემეტრაშვილს წარსულის უახლოეს მაგალითს აგონებს, როცა „ნაცმოძრაობა“ გაიყო უშუალოდ „ნაცმოძრაობად“ და „ევროპულ საქართველოდ“.

პოლიტიკოსი კობა დავითაშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ბესელიას პატივს სცემს, როგორც პოლიტიკოსს, ვისთან ერთადაც იბრძოდა, მასთან საერთო ბრძოლაც ახსოვს, თანადგომაც ახსოვს და არ თვლის, რომ ბესელია შეკრულია ბიძინა ივანიშვილთან. ასე რომ ყოფილიყო, მაშინ იმ ურჩი დეპუტატებიდან, ერთ სამ კაცს მაინც გარიცხავდნენ უმრავლესობიდან, რათა ფრაქცია შეექმნა ეკას და თანაც, უმცირესობაც დაიშლებოდა ამ დროს. აქედან გამომდინარე, ვინაიდან სამი დეპუტატი არ გარიცხეს, ეს მოხდა იმიტომ, რომ ბესელიას ფრაქცია არ შეექმნა. ამდენად, კობა დავითაშვილის აზრით, არ ჰგავს ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილთან მოლაპარაკებას და ხელოვნურად მესამე ძალის შექმნის მცდელობას.

„ბესელიას გაშვება დაგეგმილი იყო, მაგრამ ის უნდა გასულიყო საპატიო პენსიაში ვიცე-სპიკერის პოსტზე. ბესელიამ ეს არ ინდომა, კარი გამოიჯახუნა, მაგრამ პოლიტიკაზე ზეგავლენის მომხდენთა რიგებიდან მისი გაშვება ძალიან ჰგავს, ასევე, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას, რომელიც თავისი გუნდის დეპოლიტიზაციას ახდენს. ეს პრობლემა აქვს ბატონ ბიძინას, რომ მას არ უყვარს პოლიტიკა, არც პოლიტიკოსები უყვარს და ურჩევნია, პოლიტიკოსების ნაცვლად თავისი გუნდი დააკომპლექტოს ე.წ. „ისპალნიტელებით“. კაცს რომ ხმის ამოღება შეუძლია, რაღაც რეაქციას აძლევს, ხალხის აზრს ითვალიწინებს, ბიძინას მიაჩნია, რომ მისი ადგილი „ქართულ ოცნებაში“ არ არის. სინამდვილეში, ასეთ ადამიანებს ჰქვიათ პროფესიონალი პოლიტიკოსები. მათი პოლიტიკიდან ჩამოცილების შედეგად კი ვიღებთ უცნაურ მოვლენას - პოლიტიკური პარტიის დეპოლიტიზაციას“, - აცხადებს კობა დავითაშვილი.

სოციალისტი სანამ დროა დახურეთ ტვ-1 ეს ასპიდების, ქვეყნის მტრების, ქვეყნის დამაქცევრების ბუდე! დახურეთ! დადგება დრო ხალხი დაინახავს, ხალხი გამოვა და წალეკავს ამ ყვავ-ყორნების საბუდარს! მალე დადგება!
5 წლის უკან
სოციალისტი ახლა პალიტრა ნიუსი ტვ. პირდაპირ ჩემს თვალწინ სიმპათიური ქალბატონი ემა ტუხიაშვილი, რომელსაც 360 გრად. მიყავს , თანდათან გადაიქცა ნაციონალების რუპორად. ჩემი თუ არ გჯერავთ ნახეთ განუწყვეტლივ ეთერში მოწვეული, ხუხაშვილი ორაკული, ელისაშვილი პარალელური თბილისის მერი, ხაბეიშვილი პირაქაფებული, ბიუჯეტის ქურდობაზე ნასამართლევი, და მისთანანი.
5 წლის უკან
სოციალისტი ეტყობა ინგა გრიგოლიობა მაგარი მიმზიდველია!
5 წლის უკან
კ ო მ ბ ლ ე --------------------
გეთანხმებბი, სიმპატიური მართლა არის, ოღონდ საიდან, მაგას ვერ ვიგებ.
ვთქვათ და ოცნების რუპორად იქცეს, რა უნდა შეგვახსენოს და რას უნდა გაუწიოს რეკლამა, სამება ააშენა? თუ ეკლესიას დიდი მაყუთი უფეშქაშა? ეკლესიამაც დაყვინა უკვე, ყველას რეიტინგი მიცოცავს ქვევით.
ჩვენ ვირჩევთ აღმშენებლებს! ქვეყნის მომავალს და მეორე გიორგი ბრწყინვალეს ვეძებთ, თუმცა მუდმივად დამანგრეველი გვრჩება ხელში,
ჯერ კიდევ ედიკას პერიოდიდან მახსოვს ცხონებულმა ოთარ რამიშვილმა სიმრერაც უძღვნა.
ავირჩიეთ პარლამენტი,
თავჯდომარით, სპიკერით,
ვახტანგია ოგუაძე,
შევარდნაძის ტრიპერი...
აი ესეთ დღეში ვართ და
აი ესეთ ბედში ვართ,
ჯერ ავირჩევთ, მერე ვხვდებით,
რომ ყელამდე ნეხვში ვართ.
ღვინო!
ღვინო!
ეს ბახუსის სითხე,
სამკურნალო აო,
ექიმებმა მითხრეს.
5 წლის უკან