„მოსამართლეთა უვადო არჩევის ინიციატორებს ან სიხარბე ამოძრავებთ, ან - უმეცრება, ან უკეთური ზრახვები, ან - სამივე ერთად!“

„მოსამართლეთა უვადო არჩევის ინიციატორებს ან სიხარბე ამოძრავებთ, ან - უმეცრება, ან უკეთური ზრახვები, ან - სამივე ერთად!“

ცხადია, საქართველოში არსებულ სიტუაციაში მოსამართლეების უვადოდ არჩევა მავნებლობაა და ამ საკითხზე სხვადასხვა ტიპის არგუმენტაცია საკმარისად ისმის საინფორმაციო საშუალებებით. მაგრამ არის ერთი ზოგადი/თეორიული არგუმენტი, რომელიც, ჩემი აზრით, ყურადღების მიღმა რჩება. არსებითად თუ გავიაზრებთ დემოკრატიის პრინციპებს, ცხადია, რომ მოსამართლეების უვადოდ არჩევა უნდა ხდებოდეს ქვეყნის ფუნქციონირების მხოლოდ იმ ეტაპიდან, როდესაც გაჩნდება განცდა, რომ ქვეყანაში სამართალმა მიაღწია საკმაოდ მაღალ ნიშნულს (რასთანაც ჩვენ ახლოსაც არა ვართ). ანუ, უვადოდ არჩევა შედეგის მომტანია არა დემოკრატიის განვითარების საწყის საფეხურზე, არამედ საკმაოდ განვითარებული დემოკრატიის პირობებში, როგორც ამ განვითარების ნიშანი - მისი დამადასტურებელი გვირგვინი.

სამწუხაროდ, საქართველოში დემოკრატიის ზოგად პრინციპებს - მისი ფუნქციონირების წესებსა და თანმიმდევრობებს - არც წინა ხელისუფლება იაზრებდა და ეყრდნობოდა და არც - ეს ხელისუფლება. „ძლიერნი ამა ქვეყნისანი“ - ისტებლიშმენტი - ნებით თუ უნებლიეთ (ანუ სუბიექტური მისწრაფებებით თუ უმეცრებით) უგულებელყოფენ ზოგად წესებსა და პრინციპებს და მოქმედებენ საკუთარი გემოვნებისა და შეხედულებების მიხედვით. ეს კი მოკლე დროით (როგორც წესი, არაჯანსაღ) გათვლებზე დაყრდნობილი ძირშივე მცდარი მოქმდებაა, რომელიც ძვირად უჯდება როგორც ქვეყანას, ისე „ძლიერთა ამა ქვეყნისათა“ - ქვეყანა კარგავს პერსპექტივას და თავად „ძლიერნი ამა ქვეყნისანი“ იმოკლებენ ძალაუფლებაში ყოფნის დროს. მინიმუმ, გაუნათლებლობაა, სისტემური აზროვნების კულტურის არქონაა, როდესაც ადამიანებს არ ესმით პრინციპების, წესებისა და კანონების ძალა და ილუზია აქვთ, რომ მოვლენათა მსვლელობა მათ სუბიექტურ იმპულსებს პასიურად გაჰყვება. საბოლოო ჯამში, ასეთი გაუნათლებლობით და პოლიტიკური სიბეცით „ძლიერნი ამა ქვეყნისანი“ ქვეყანასაც ვნებენ და საკუთარ „სიძლიერესაც“ დროებითად აქცევენ.

სისტემური აზროვნების კულტურის ნაკლებობა იმდენად დამახასიათებელია ქართული ისტებლიშმენტისათვის და იმდენად საბედისწეროა ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის, რომ მისი არსის შეხსენება მიზანშეწონილია. ბევრისათვის ცნობილია, მაგალითად, ნიუტონის მსოფლიო მიზიდულობის კანონი, რომელიც ყველგან და ყოველთვის მოქმედებს. იმისგან დამოუკიდებლად, ვაცნობიერებთ ამ ფაქტს, თუ - არა, გვღვიძავს თუ გვძინავს, დედამიწა ყოველთვის მოქმედებს ჩვენზე მიზიდულობის ძალით. ამ კანონის რეალობის გათავისებას აზროვნების კულტურა არ სჭირდება - ის გრძნობის ორგანოებითაც საკმაოდ ცხადად აღიქმება. ასე ვთქვათ, ბუნების ასეთი კანონის მოქმედებას მარტივად, მხოლოდ „თვალებით მოაზროვნე“ ადამიანებიც კი აღიქვამენ. ნიუტონის მსოფლიო მიზიდულობის კანონივით რეალური და საყოველთაო სხვა კანონებიც არსებობს, მაგრამ მათ აღქმას და გათავისებას აზროვნების საკმაოდ მაღალი კულტურა სჭირდება. ასეთი კანონები მოქმედებს ე.წ. ღია რთულ (არაწონასწორულ) სისტემებში - სოციოლოგიაში, ეკონომიკაში, პოლიტიკაში, ფსიქოლოგიაში და ა.შ. ამავე კატეგორიას მიეკუთვნება საზოგადოების დემოკრატიული მოწყობის კანონები. როგორც აღვნიშნეთ, ისინი ისეთივე საყოველთაოა, როგორიც - ბუნების მარტივი მოვლენების კანონები (მაგ. ნიუტონის მსოფლიო მიზიდულობის კანონი), მაგრამ მათი რეალიზაციის ფორმა არის ალბათური და არა - დეტერმინისტული. ანუ ისინი აუცილებლად მოქმედებენ, მაგრამ რა მომენტში და როგორი ფორმით იჩენენ თავს, ზუსტად ვერ განისაზღვრება. ეს განუზღვრელობა კი უმწიფარი გონების ადამიანებში აჩენს ილუზიას, რომ ისინი არ სრულდება. საბოლოოდ, ბუნების მარტივი მოვლენების დეტერმინისტული კანონებისაგან განსხვავებით, ღია რთული სისტემების (მათ შორის, საზოგადოების დემოკრატიული მოწყობის) კანონების არსი არადეტერმინისტულია და, სწორედ ამიტომ, მათ გააზრებას საკმაოდ მაღალი აზროვნების კულტურა სჭირდება. პოლიტიკოსები ასეთი კანონების მოქმედების არეალში ფუნქციონირებენ და, ამავე დროს, მეტწილად წარმართავენ ქვეყნის მომავალს. ამიტომ, პირველ რიგში, სწორედ მათ მოეთხოვებათ აზროვნების კულტურა ასეთი ტიპის კანონების მოქმედების გასათავისებლად, მათი უგულებელყოფით ინიცირებული დესტრუქციული შედეგების განსაჭვრეტად. აქვე, სამართლიანობისათვის უნდა ითქვას, რომ ოცდამეერთე საუკუნის შესაბამისი აზროვნების კულტურა, ისტებლიშმენტის გარდა, მოეთხოვება ქვეყნის მოაზროვნე ნაწილსაც.

ოცდამეერთე საუკუნის შესაბამისი აზროვნების კულტურის ქვეშ იგულისხმება ის ახალი მსოფლმხედველობა, რომელიც ბუნებისმეტყველებისა და ინფორმატიკის განვითარების შედეგად ჩამოყალიბდა დასავლეთში მეოცე საუკუნის ბოლოდან. მას მოიხსენიებენ, როგორც ღია რთული სისტემების მსოფლმხედველობას, რადგანაც ასეთ სისტემებში არსებულ კანონზომიერებას ეფუძნება. ამ მხრივ, ჩვენი საზოგადოებისათვის გასააზრებელ საკითხთა არეალი საკმაოდ ფართო და ქვეყნის მომავლისათვის ცხოველმყოფელია. მათი განსჯა სცილდება ამ წერილის თემას - ქართული ისტებლიშმენტის „ცოდვებს“, რაც ამჯერად მოსამართლეთა უვადოდ არჩევის გაუმართლებელ ინიციატივასა და უთავბოლო დისკუსიებში მდგომარეობს.

მოსამართლეთა უვადოდ არჩევის ინიციატივის უდროობა და უმეცრება ამ წერილის დასაწყისშივე განვსაჯეთ. ეს საკითხი ქვეყნისათვის მოამაგე და ოდნავ მაინც მოაზროვნე „ძლიერთა ამა ქვეყნისათა“ მიერ ამ ეტაპზე არც უნდა დასმულიყო, როგორც დემოკრატიის ზოგად პრინციპებთან - მისი ფუნქციონირების წესებთან და თანმიმდევრობებთან - შეუსაბამო. ამ პრინციპებიდან ასევე გამომდინარეობს შემდეგი: ასე თვალნათლივ გადაგვარებულნიც რომ არ იყვნენ სასამართლოს ოდიოზური ფიგურები - უვადო მოსამართლეობის კანდიდატები - თუკი ასეთ უდროო დროს (დემოკრატიის უმწიფარ სტადიაზე) აირჩევდნენ მათ უვადოდ, ისინი რაღაც დროის შემდეგ უცილობლად გადაგვარდებოდნენ და, შედეგად, მართლმსაჯულება დეგრადირდებოდა. არადა, უვადოდ არჩევის კანდიდატების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე თვალნათლივ გადაგვარებულია - მათ თავიანთ პროფესიულ საქმიანობაში დიდი ცოდვები დაუგროვდათ (ასეთმა მოსამართლეებმა ვისი ცოდვები უნდა განსაჯონ, თანაც - უვადოდ?!). ძნელად დასაჯერებელია ამ აქტივობის ინიციატორების ინტელექტუალური, ზნეობრივი და ემოციური სენსორების ისეთი დეფიციტი, რომლის გამოც ისინი შავსა და თეთრს ვერ არჩევენ და უნდათ, ქვეყანა ასეთი გადაგვარებული უვადო მოსამართლეების ამარა დატოვონ. ამ მხრივ, საფუძველმოკლებული არ არის მოსაზრება, რომ ისინი ქვეყანას მიზანმიმართულად ასუსტებენ, ანუ მტრობენ...

საბოლოოდ, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ მოსამართლეთა უვადო არჩევის ინიციატორებს ან სიხარბე ამოძრავებთ, ან - უმეცრება, ან - ქვეყნის მომავლისადმი (რბილად რომ ვთქვათ) უკეთური ზრახვები, ან - ყველაზე ცუდ შემთხვევაში - სამივე ერთად. ეს ყველაფერი კი მენტალური პრობლემების კატეგორიაში გადის.

ბ ა ტ ო ნ ი 420 ....
ან, ან ეგრე არა ხდება,
ვირი უფრო მალე კვდება,
სიხარბე, თუ ანგარება,
მოსამართლეს თხაროს მერმა.
მერი ზებრამ დაიხიოს,
ხიხო გვერძე გაიწიოს,
რომ დაადოს პინგვინს ჯანში,
ქოცნაცების ურღვევ კავშირს,
საუკუნეც კი ვერ წაშლის,ასეც ხდება, ისეც ხდება,
ხიხო სამარეში წვება,
რაცხა გაატანეთ გზაში,
წვიმა მის ნაკვალებს წაშლის,
მალე გათავდება ფული,
უფულოდ მოკვდება გული,
ღმერთს რად ეძებ მაღლა ცაში,
ის შნშია, შენ კი სახლში,
ბაც! გოლი! საკუთარ კარში!
ტაში! . ბატო . ნებოტაში!!!
ზემოტანში!
ქვემოტანში!
ბატებო! ბატეებო! სად ხართ???
პაილოლოოოო!!!
4 თვის უკან
ბ ა ტ ო ნ ი 420 .............
ხოდა ასე და ამგვარად,
ვირი წაართვეს მაგდანას.
4 თვის უკან
კ ო მ ბ ლ ე ------------------
სინამდვილეში ამგვარად ხდება,
ვირი, ხომ ბოლოს მაგდანას რჩება?
წიგნში ესეა, კომუნისტებს კი ეს არ აწყობდათ, რადგან ნიკოლოზას სასამართლო, უსამართლოდ და ბოროტ ძალად უნდოდათ გამოეყვანათ, ამიტომ ვირი წაართვეს მაგდანას.
ეხლაც ეგრეა. ხალხს არ სჯერავს, რომ მონა მოსამართლე ტავისუფალი გახდება, ნუთუ ხიხო დე ხრიგინა ვერ ხვდება ამას? ხალხი არასდროს არ შეეგუება იმის დაკარგვას, რისიც სჯერავს და სწამს, არასოდეს და არავის წინაშე არ დაიხევს უკან.
4 თვის უკან
tngh საქართველოში მოსამართლეთა უვადოდ არჩევის ინიციატივა XXI საუკუნის დასაწყისში "მეგრანტეებისაგან" წამოვიდა. ადვილი მისახვედრია, რის ფასად...
4 თვის უკან
ანდრია იგრძნობა ინტელექტი.
4 თვის უკან