კარგად გაგაცურეთ — ლედი გაგა ბრედლი კუპერთან რომანზე ჭორებს პასუხობს

კარგად გაგაცურეთ — ლედი გაგა ბრედლი კუპერთან რომანზე ჭორებს პასუხობს

ლედი გაგას და ბრედლი კუპერის მიერ მგზნებარედ შესრულებულმა Shallow-მ, ინტერნეტის სპეკულაციები, მსახიობების სავარაუდო რომანზე, კიდევ უფრო გამძაფრა.

ლედი გაგა, გავრცელებულ ხმებს, ოსკარის ტრიუმფალური საღამოდან სამი დღის შემდეგ, ჯიმი კიმელის შოუში, პასუხობს. კიმელის აღნიშვნაზე, რომ მათ შესრულებას ხალხი შეყვარებულების დუეტს უწოდებს, გაგამ თვალები გადაატრიალა:

"პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ სოციალური მედია ინტერნეტის ტუალეტია. რაც მან პოპ კულტურას გაუკეთა, საშინელებაა.

ადამიანები ხედავენ სიყვარულს, და იცით რა? ეს სწორედ ისაა, რისი დანახვაც მათ სურთ. Shallow სასიყვარულო სიმღერაა, ხოლო A Star Is Born სასიყვარულო ისტორიაა".

გაგამ დასძინა, რომ შესრულებისთვის ის და კუპერი ერთი კვირის განმავლობაში ემზადებოდნენ. ოსკაროსანი ვარსკვლავის სიტყვებით, ბრედლი, რომელიც ფილმის რეჟისორიცაა, მთავარ გადაწყვეტილებებს იღებდა შესრულების ხასიათზე და იმ ილუზიის შექმნაზეც, რომ ისინი სიყვარულს განასახიერებდნენ:

"მე ხელოვანი ვარ და იცით რა? ჩვენ ეს კარგად გამოგვივიდა და ყველა გაგაცურეთ".