ირინა შეიკმა ლედი გაგა Instagram-იდან წაშალა!

ირინა შეიკმა ლედი გაგა Instagram-იდან წაშალა!

ლედი გაგასა და ბრედლი კუპერის ემოციური პერფორმანსი ოსკარის დაჯილდოების ცერემონიის ერთ-ერთი ყველაზე კულმინაციური მომენტი იყო, რომელმაც მათი გულშემატკივრები აღფრთოვანებული დატოვა. ყველას აინტერესებს ირინა შეიკის რეაქცია, თუმცა ვინაიდან და რადგანაც მოდელი არ საუბრობს პირად ცხოვრებაზე ამ დრომდე მისი დამოკიდებულება საზოგადოებისთვის უცნობი იყო. მაგრამ სულ ახლახანს გამოირკვა დეტალი, რომელიც მიგვანიშნებს, რომ ქალბატონს ლედი გაგასადმი არც ისე გულთბილი დამოკიდებულება აქვს.

აღმოჩნდა, რომ მაშინ როდესაც 33 წლის მოდელი ირინა შეიკი თავის რჩეულსა და ლეიდი გაგას გამარჯვებას ულოცავდა, ყველაფერი არც ისე კარგად იყო. ჯერ კიდევ ცერემონიამდე ირინამ სოციალურ ქსელში ლეიდი გაგას გამოწერა შეწყვიტა.

როგორც ჩანს მათი თბილი შეხვედრა ცერემონიაზე მხოლოდ სახალხოდ დადგმული სპექტაკლი იყო.

შეგახსენებთ, რომ ირინა შეიკი არც ოსკარის დაჯილდოების After Party-ზე ყოფილა ყურადღების ცენტრში, რადგან ბრედლი და ლედი გაგა ერთად აღნიშნავდნენ გამარჯვებას და თითქოს ვერც კი ამჩნევდნენ მას.

აღსანიშნავია, რომ ცერემონიის შემდეგ დღეს პაპარაცებმა ირინა და ბრედლი ერთად შენიშნეს, სუპერმოდელი არც ისე კმაყოფილი ჩანდა.