თუ ყოფილი შეყვარებული მეგობრობას გთავაზობთ ე.ი. ფსიქოპატია

თუ ყოფილი შეყვარებული მეგობრობას გთავაზობთ ე.ი. ფსიქოპატია

 

შეგვიძლია თუ არა საყვარელ ადამიანთან დაშორების შემდეგ მის მეგობრად დავრჩეთ? ეს არის შეკითხვა, რომელიც ყველა იმ ადამიანს აწუხებს, რომელიც პარტნიორის „მეგობრობის ზონაში“ დამატებას აპირებს.

თუმცა ზოგჯერ იმედგაცრუებული და მოტყუებული ვრჩებით.

რამდენად შეიძლება პრობლემა შეგვიქმნას "ყოფილმა", რომელმაც მეგობრობა შემოგვთავაზა? ანდაც თქვენ რამდენად ხართ მზად მიიღოთ იმ ადამიანის მეგობრობა, რომელსაც იცით, რომ უყვარხართ? და საერთოდ, ნორმალურია თუ არა ყოფილ პარტნიორთან მეგობრობა?

როგორც ბოლო კვლევამ აჩვენა, ძირითად შემთხვევაში, ყოფილი პარტნიორი, რომელიც მეგობრობას გთავაზობთ, შესაძლოა ფსიქოპათი იყოს.

კვლევა ოკლენდის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ჩაატარეს, მასში 861 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთა წარსული ურთიერთობების გამოცდილებაც გაანალიზეს.

კვლევის მონაწილეებს პასუხები უნდა გაეცათ მათი მიმდინარე თუ წარსული ურთიერთობების შესახებ კითხვარისთვის. კვლევის ბოლოს კი მონაწილეებს, მათი ნარცისიზმის და ფსიქოპათიური გამოვლინებების გასარკვევად დამატებითი კითხვარი შეავსებინეს.

შედეგად გაირკვა, რომ ადამიანებს, რომლებსაც ფსიქოპატებისთვის დამახასიათებელი ნიშნები ჰქონდათ, ყოფილ პატრნიორებთან მეგობრული ურთერთობების შენარჩუნებას ცდილობდნენ.

კვლევის თანახმად, ფსიქოპათები მიდრეკილი არიან "ყოფილთან" ე.წ. მეგობრობის შენარჩუნებისკენ იმ იმედით, რომ მომავალში ისინი ინფორმაციას, ფულს ან სექსს მიიღებენ სანაცვლოდ. თუმცა ფსიქოპათების უმრავლესობას განსაკუთრებით ერთი შიში აერთიანებთ - მათ ეშინიათ, რომ ყოფილი პარტნიორი სხვასთან დაიწყებს ურთიერთობას.

საბოლოოდ, კვლევის ავტორები წყვილებს ურჩევენ, რომ დაშორების შემდეგ მეგობრებად არ დარჩნენ.