გიაჩო - გია სურამელაშვილი საფირმო ჩახოხბილის რეცეპტს ამხელს

გიაჩო - გია სურამელაშვილი საფირმო ჩახოხბილის რეცეპტს ამხელს

დაუჯერებელია, მაგრამ გია სურამელაშვილი კარგი მზარეულიც ყოფილა.

მომღერალმა ერთ-ერთ რუბრიკაში არც მეტი, არც ნაკლები ქათმის ჩახოხბილი მოამზადა.

როგორც გიამ განაცხადა, კერძების მომზადება მან მოსკოვში ცხოვრების დროს ისწავლა.

კერძების მომზადების რეცეპტს დედა მას ტელეფონით ასწავლიდა.

გია სურამელაშვილის ჩახოხბილი იმით არის განსაკუთრებული, რომ მომღერალი მას თეთრი ღვინით ამზადებს, ბოლოს კი მზა კერძს გახეხილ, ცოცხალ პომიდორს უმატებს.