სასულიერო პირს, რომელიც „მკვდრებს აცოცხლებს“, სასამართლოში უჩივიან

სასულიერო პირს, რომელიც „მკვდრებს აცოცხლებს“, სასამართლოში უჩივიან

სამხრეთ აფრიკელ პასტორს, რომელიც თვითაღიარებული წინასწარმეტყველია, დამკრძალავი ბიუროები სასამართლოში უჩივიან.

პასტორი ალფ ლუკაო ირწმუნება, რომ მას მკვდრების გაცოცხლება შეუძლია და ამის სადემონსტრაციოდ რამდენიმე ცერემონიაც ჩაატარა. პასტორის ტყუილების საფუძვეზლე, დამკრძალავმა ბიუროებმა სწორედ ამ ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.

„მკვდრების გაცოცხლების" ცერემონია ეკლესიის წინ გაიმართა. პასტორმა კუბოში მწოლიარე „მკვდარს" მოუწოდა ამდგარიყო და ისიც ადგა.

ცხადია, პასტორი ზებუნებრივ ძალებს არ ფლობს და მკვდრების გაცოცხლების ცერემონიაც მის მიერ დადგმული სპექტაკლი აღმოჩნდა, რომლითაც არაერთი ადგილობრივი მოატყუა.

თვითაღიარებული წინასწარმეტყველის თაღლითურ სქემას 3 დამკრძალავი ბიურო წამოეგო. ისინი პასტორს თაღლითობასა და რეპუტაციის შელახვაში ედავებიან.