ბრედლი კუპერის ყოფილი მეუღლე გაგასა და მის ურთიერთობაზე კომენტარს აკეთებს

ბრედლი კუპერის ყოფილი მეუღლე გაგასა და მის ურთიერთობაზე კომენტარს აკეთებს

ლედი გაგას და ბრედლი კუპერის "ქარიზმაზე" მთელი მსოფლიო ლაპარაკობს. "ოსკარზე" შესრულებული პერფორმანსის შემდეგ, ჭორები უფრო აქტუალური გახდა.

ყველას აინტერესებს, რა რეაქცია აქვს ამაზე რეალურად ირინა შეიკს, მაგრამ ის ყველანაირი კომენტარისგან თავს იკავებს.

სამაგიეროდ, ორი ვარსკვლავის ურთიერთობამ ააღელვა ბრედლი კუპერის ყოფილი ცოლი ჯენიფერ ესპოსიტო.

ამერიკელმა მსახიობმა დევიდ სპეიდიმ ინსტაგრამზე ბრედლი კუპერის და ლედი გაგას ფოტო გამოაქვეყნა და საკმაოდ უხერხული დასათაურებაც გააკეთა: “Is there any chance these 2 arent f*****g?” - დაწერა მან.

რაზეც ბრედლი კუპერის ყოფილმა ცოლმა, მოკლე კომენტარი გააკეთა.

ბრედლი კუპერის ყოფილი ცოლი 45 წლის მსახიობია. წყვილის ქორწინებამ მხოლოდ 4 თვეს გასტანა.