კარლ ლაგერფილდის მუზა სიმსივნით გარდაიცვალა

კარლ ლაგერფილდის მუზა სიმსივნით გარდაიცვალა

მოდის სამყარომ მეორე დიდი დანაკარგი მიიღო. დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ 44 წლის ასაკში რუსი მოდელი ოლგა პანტიუშენკოვა გარდაიცვალა.

ის წლების მანძილზე მუშაობდა ევროპის წამყვან სააგენტოებთან. გავრცელებული ცნობით, მოდელის გარდაცვალების მიზეზი სიმსივნე გახდა.

სიცოცხლის ბოლო დღეები, ოლგამ სანკტ-პეტერბურგში გაატარა. ის 6 თებერვალს გარდაიცვალა, თუმცა ცნობა ამის შესახებ აქამდე არ გავრცელებულა.

რუსი მოდელის წარმატებული კარიერა მაშინ დაიწყო, როდესაც კონკურსზე "Супермодель СССР" მესამე ადგილი აიღო. მაშინ ის მხოლოდ 14 წლის იყო.

ოლგა პანტიუშნიკოვა არაერთ ცნობილ ბრენდთან თანამშრომლობდა.

მისი დახვეწილობა განსაკუთრებულად მოსწონდა კარლ ლაგერფილდს და ჯონ გალიანოს.