ექსკლუზივი: როდის დაბრუნდება ეთერში

ექსკლუზივი: როდის დაბრუნდება ეთერში "ჩცდ" და რა სიახლეები იქნება ახალ სეზონზე

ყველაზე პოპულარული ქართული სერიალის „ცემი ცოლის დაქალების“ გასული სეზონი საკმაოდ ემოციურად დამთავრდა.

მაყურებელი დიდი ინტერესით ელოდება როგორ გაგრძელდება ახალ ეპიზოდში ზაზას და ქეთის ოჯახის ურთიერთობა.

გუშინ სოციალურ ქსელში ფოტო გავრცელდა, საიდანაც გაირკვა, რომ სერიალის ახალი სეზონის გადაღებები განახლდა.

როდის დაბრუნდება ეთერში „ჩცდ“-ს მორიგი სერია ამის გასარკვევად პროდუსერს ირაკლი საღინაძეს დავუკავშირდით.

როდიდან დაბრუნდებაჩემი ცოლის დაქალებიეთერში?

- დაგეგმილი გვაქვს ახალი სეზონი 8 მარტს დავიწყოთ და ასეც იქნება, თუ ტექნიკური პრობლემები არ შეიქმნა. გადაღებები ორშაბათს განახლდა.

რა სიახლეებს უნდა ველოდოთ?

- იქნება სიახლეები. ახალ სეზონზე ნახავთ როგორც კარგად დავიწყებულ ასევე, სხვა სიახლეებს.