ვინ არის

ვინ არის "დოლჩე და გაბანას" რჩეული ქართველი მოდელის შეყვარებული

მილანის მოდის კვირეულზე არაერთმა ქართველმა მოდელმა მიიღო მონაწილეობა, თუმცა ჩვენი ყურადღება ამჯერად გვინდა ახალგაზრდა მოდელს თათია ახალაიას დავუთმოთ.

თათია ახალაია მილანის ერთ-ერთ სააგენტოში პირველად დაახლოებით ორი წლის წინ მოხდა, მართალია მან იტალიურ სააგენტოსთან მოდელმა მხოლოდ ორი თვე ითანამშრომლა, მაგრამ დროის მოკლე პერიოდში მილანის მოდის კვირეულზეც მოხვდა და მისი წარმატებები მოდის სამყაროში აქედან დაიწყო.

თათიამ მილანის მოდის კვირეულზე, წელს ისეთი დიზაინერების ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა, როგორიც არის "დოლჩე და გაბანა", Aigner და Genny,

თათია ახალაიას ინტერვიუები განსაკუთრებულად არ უყვარს, ის მხოლოდ საკუთარი საქმიანობის გამო ხვდება მედიის ყურადღების ცენტრში.

როგორც ჩანს ახალგაზრდა მოდელი შეყვარებულიც არის. თუ მისი ინსტაგრამის გვერდით ვიმსჯელებთ, თათიას რჩეული გიორგი ჩადუნელია.