სალომე გოგიაშვილმა პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა

სალომე გოგიაშვილმა პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა

ჟურნალისტი სალომე გოგიაშვილი საკუთარ გარეგნობას დიდ დროს უთმობს და ხშირად დიეტაზეც არის.

რამდენიმე წლის წინ, მან სოციალურ ქსელში დიეტა გამოაქვეყნა, რომელიც თითქმის ყველა ადამიანს დაეხმარა წონის კლებაში და ერთ-ერთი პოპულარული დიეტაა.

სალომემ ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა, საიდანაც გაირკვა, რომ ჟურნალისტმა პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა. კერძოდ, ცხვირის რინოპლასტიკა ჩაიტარა.

კლინიკაში მისვლამდე სალომემ ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მისი ცხვირი მას აკომპლექსებდა.

"ბევრი მწერს რა გინდოდაო, მაგრამ ეს იყო ჩემი ოცნება, კომპლექსი და რატომაც არა. შევხვდებით ახალი ცხვირით".

სალომეს ოპერაციამ კარგად ჩაიარა და ის უკვე სახლში გაწერეს.

ჟურნალისტის ცხვირი საბოლოო სახეს რამდენიმე თვეში მიიღებს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ოპერაციიდან რამდენიმე დღეში არაჩვეულებრივად გამოყურება.