პიკასოს 7 მთავარი ქალი რაელობასა და მის ნახატებში

პიკასოს 7 მთავარი ქალი რაელობასა და მის ნახატებში

ქალები და სასიყვარულო თავგადასავლები ესპანელი მხატვრის პაბლო პიკასოს ცხოვრების მთავარი არსი იყო, მაგრამ ხელოვნებათმცოდნეები შვიდს გამოარჩევენ. მათ პიკასო არამარტო ამახინჯებდა თავის ტილოებზე, არამედ დეპრესიამდე, საგიჟეთამდე და თვითმკვლელობამდეც მიჰყავდა.

ესპანელი გენიოსი 1881 წლის 25 ოქტომბერს ესპანეთის ქალაქ მალაგაში დაიბადა. სიმაღლით მხატვარი 158 სმ იყო, მაგრამ საოცარ მამაკაცურ მაგნეტიზმს, ქარიზმას ასხივებდა. ნებისმიერი ქალის გულის დაპყრობა შეეძლო. პაბლო 92 წლის ასაკში გარდაიცვლა და დარწმუნებული იყო, რომ არსებობდა ქალის მხოლოდ ორი ტიპი: "ქალღმერთები და ჩვრები, რომლებსაც ფეხები უნდა შეაწმინდოთ".

ფერნანდა ოლივიე

ახალგაზრდობის მშიერი წლები პიკასომ მენატურე ქალთან ერთად გაატარა, ფერნანდას საკმაოდ ბნელი წარსული ჰქონდა. ის სხვადსახვა მხატვრის მუზა და საყვარელი იყო. 10 წელი იცხოვრა დამწყები მხატვრის გვერდით და პიკასოს შემოქმედებაში გაჩნდა "ვარდისფერი" პერიოდი. ოლივიე ძირითადად, შიშველი პოზირებდა და არ აღელვებდა, თუ ფეხსაცმლის უქონლობის გამო თვეობით ვერ გამოდიოდა სახლიდან. ღატაკ პიკასოს არ შეეძლო მისთვის რამის ყიდვა, საჭმლის ფულსა და ბინის ქირასაც კი ძლივს აგროვებდა. ახალგაზრდების ერთადერთი გასართობი სექსი იყო. ისინი მშვიდად დაცილდნენ, როცა პიკასოს ცხოვრებაში ახალგაზრდა მარსელ უმბერი გამოჩნდა, ფერნანდა კი პოლონელ მხატვართან გადაბარგდა.

მარსელ უმბერი (ევა)

ერთმანეთი 1911 წელს გაიცნეს კაფე "ერმიტაჟში". მინიატიურულ ქალს პაბლომ ევა შეარქვა. ამით ხაზს უსვამდა, რომ მისთვის პირველი ქალი იყო. ევა მხატვრის ყველა ნახატზე დახვეწილად და მსუბუქად გამოიყურება. პიკასო მას ხშირად გამოსახავდა გიტარად ან ვიოლინოდ. ევა ტუბერკულოზით გარდაიცვალა.

ოლგა ხოხლოვა - პირველი ოფიციალური ცოლი

ოლგა ხოხლოვა 1923 საყვარელი ევას გარდაცვალებით გამოწვეული დარდი ოლგამ გაუქარვა. პიკასო, ჟან კოქტოსთან მეგობრობდა, მამაკაცმა ბალეტისთვის "აღლუმი" დეკორაციებზე მუშაობა შესთავაზა. ამ სამუშაომ მხატვარი სიცოცხელში დააბრუნა და გაიცნო მშვენიერი ბალერინა. თუმცა, მის გვარს წესიერად ვერ წარმოთქვამდა და "კოკლოვას" ეძახდა. 27 წლის მოცეკვავემ პაბლოს გამო სცენა მიატოვა. ისინი 1918 წელს დაქორწინდნენ. თაფლობის თვის გასატარებლად პიკასომ ოლგა მშობლიურ ესპანეთში წაიყვანა. იქიდან დაბრუნებულები პარიზის მდიდრულ ბინაში დასახლდნენ. იმდენად შეუყვარდა ქალი, რომ გადაწყვიტა, ბოჰემურ ცხოვრებას ჩამოშორებოდა და სიცოცხლის ბოლომდე მისი ერთგული ყოფილიყო. ოლგას იმითაც აფასებდა, რომ ქალწული იყო და ყველა სიტუაციაში, სადაც საშუალება მიეცემოდა, ამ ფაქტით თავს იწონებდა. ოლგა მფლანგველი გამოდგა. არც ქმრის "კუბიზმით" გატაცება მოსწონდა. 1921 წელს წყვილს ვაჟი პაოლო გაუჩნდა, მაგრამ ვერც ამ სასიხარულო ფაქტმა ვერ დააახლოვა მეუღლეები. ერთი პერიოდი პიკასო დაუსრულებლად ხატავდა დედა-შვილს შემდეგ კი იმედი გაუცრუვდა.შეზღუდული, ოჯახური ცხოვრება მალევე მობეზრდა და გენიალურმა მხატვარმა ცოლს სამაგიერო იმით გადაუხადა, რომ თავის ტილოებზე მუდამ ბებერი, მახინჯი დედაბრის როლში გამოსახავდა. ან გიგანტური სასქესო ორგანოთი და ჩამოწელილი ძუძუებით.ბოლოს, გენიოსმა საყვარელი გაიჩინა, მაგრმა ცოლმა განქორწინება არ მისცა და სიცოცხლის ბოლომდე პიკასოს ცოლად დარჩა. დეპრესიითა და ეჭვიანობით გათანგული 1955 წელს გარდაიცვალა. ასეთი ტრაგიკული იყო მათი დიადი სიყვარულის ფინალი.

მარია-ტერეზა ვალტერი


17 წლის მარიას გულისთვის მიატოვა პიკასომ ცოლ-შვილი. ქალი მისთვის მენატურეც გახდა, მუზაც, სათამაშოც... მაგრამ, როცა ქალმა (1935 წელს) გოგონა მაია გაუჩინა, მხატვრის გრძნობები მის მიმართ გაცივდა.

დორა მაარი

მგზნებარე ესპანელის მორიგი საყვარელი 27 წლის ფოტოგრაფი და მხატვარი დორა გახდა. ერთხელ მარია-ტერეზა და დორა მხატვრის სახელოსნოში შეხვდნენ და გენიოსის გულისთვის თმები დააწიწკნეს ერთმანეთს. ბოლოს, პიკასო ამ მომენტს მხიარულად იხსენებდა და ამბობდა, რომ მისი ცხოვრების ყველაზე ნათელი მოგონება იყო. თავად გადაწყვეტილების მიღება უჭირდა და ურთიერთობას ორივე ქალთან განაგრძობდა, დორას პორტრეტების მთელი სერია მიუძღვა, მარია-ტერეზასა და მაიას კი კვირაში ორჯერ სტუმრობდა. მხოლოდ მას ჰქონდა მხატვრისთვის ფრჩხილებისა და თმის მოჭრის და შენახვის უფლება. საბოლოოდ, მხატვარი არც ერთ ქალთან არ გაჩერდა. მუდმივი ეჭვებით დაავადებული დორა საგიჟეთში მოხვდა, სადაც ელქეტროშოკით მკურნალობდნენ, იქიდან გამოსული მისტიციზმითა და ასტროლოგიით დაკავდა, ღარიბულად ცხოვრობდა და 89 წლის ასაკში მარტოხელა გარდაიცვალა. მარია-ტერეზა მუდმივ მოლოდინსა და დეპრესიაში ცხოვრობდა, ბოლოს, ვეღარ გაძლო და თავი ჩამოიხრჩო.

მარი ფრანსუა ჟილო


1943 წელს პიკასო შეხვდა ქალს, რომელმაც მთელი მისი ცხოვრება შეცვალა. მხატვარი 62 წლის იყო, ქალი - 22-ის. ჟილო მისი მოსწავლე და არაოფიციალური ცოლი გახდა. გენიოსის გვერდით ხატვის საკუთარი ხელწერა გამოიმუშავა და ცნობილი მხატვარიც გახდა. მხოლოდ ფრანსუაზას გვერდით იგრძნო პიკასომ, რა არის ოჯახური ბედნიერება და რომ ორი შეყვარებული ადამიანი შეიძლება ბედნიერი იყოს ოჯახურ ცხოვრებაში. ჟილომ მხატვარს ორი შვილი კლოდი და პალომა გაუჩინა (კლოდი ფოტომხატვარი გახდა, პალომა - მოდელიერი). მამის გარდაცვალების შემდეგ პატარა პიკასოები მრავალმილიონიანი მემკვიდრეობის მფლობელები გახდნენ. მარი ძლიერი ხასიათით გამოიჩეოდა და როცა პაბლოს ღალატის შესახებ გაიგო, თავად მიატოვა ქმარი. მას არ სურდა მიტოვებული ქალის სახელი ჰქონოდა. 1964 წელს ჟილო ცნობილი მწერალი გახდა. გამოაქვეყნა ავტობიოგრაფიული წიგნი "ჩემი ცხოვრება პაბლო პიკასოს გვერდით". თუმცა, ქმრის სხვა ქალებთან რომანიც საკმაოდ დაწვრილებით აქვს აღწერილი. წიგნის გამოსვლის შემდეგ პიკასომ შეწყვიტა ურთიერთობა მარისთანაც და თავის შვილებთანაც.

ჟაკლინ როკი

უკანასკნელი 20 წელი მხატვარმა ლამაზი და ახალგაზრდა ჟაკლინის გვერდით გაატარა. ქალი მისი ოფიციალური მეორე ცოლი გახდა. როკი დაეხმარა სულიერი იარების მოშუშებაში. იყო მისი მენატურე, მდივანი, მომვლელი. მასთან გატარებულ წლებში პიკასომ 400-მდე ნახატი შექმნა. ცოლი ქმარს მხოლოდ ასე მიმართავდა - "დიადო მაესტრო". 92 წლის ასაკში, როცა გენიალური პიკასო უკანასკნელ დღეებს ითვლიდა, ფილოსოფიურად მსჯელობდა: "ხშირად ვფიქრობ სიკვდილზე, ის ქალია, რომელიც არასდროს მიმატოვებს". სხვათა შორის, პიკასოს უამრავი ფრაზა გახდა პოპულარული. ერთ-ერთი მათგანია: "ადამიანთა შორის უფრო მეტი ასლია, ვიდრე ორიგინალი". რამდენი ქალიც არ უნდა ჰყოლოდა პიკასოს, მისთვის არსებობდა მხოლოდ ერთადერთი და განუმეორებელი ქალი, მისი დედა - მარია პიკასო ლოპესი. მან შექმნა გენიოსი (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით), მხოლოდ მას სწამდა, რომ მისი შვილი გენიალური მხატვარი იყო და რომ არც ერთი ქალი მსოფლიოში არ იყო მისი შვილის ყურადღების ღირსი.