ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტთან დაშორების შემდეგ მთლიანად ბავშვების გაზრდაზეა კონცენტრირებული. მსახიობი მათთან ერთად დიდ დროს ატარებს და ისინი ყველგან ერთად ჩნდებიან. ჯერ კიდევ კვირის დასაწყისში ანჯელინა უმცროს შვილთან ვივიენთან ერთად სეირნობისას დააფიქსირეს.
ახლა კი ის ნიუ-იორკში უფროსი გოგონასა და ბიჭების თანხლებით თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს ესტუმრა, სადაც დოკუმენტური ფილმების ფესტივალი მიმდინარეობას.
12 წლის შაილო, 14 წლის ზაჰარი, 17 წლის მედოქსი და 15 წლის პაქსი დედასთან ერთად ბედნიერად პოზირებდნენ. როგორც ჩანს დედა და შვილები ერთად არაჩვეულებრივ დროს ატარებენ.