ჯულია რობერტსის ბრწყინვალე დაბრუნება ოსკარების დაჯილდოებაზე

ჯულია რობერტსის ბრწყინვალე დაბრუნება ოსკარების დაჯილდოებაზე

წლევანდელ ოსკარებს წამყვანი არ ჰყავდა და არავინ იცოდა როგორ ჩაივლიდა ცერემონია. ორგანიზატორებმა ყველა ნომინაციის წარმდგენი გამოაცხადეს, თუმცა ნომინაცია საუკეთესო ფილმის გამომცხადებელი ბოლო მომენტამდე საიდუმოპდ შეინახეს, მათ უბრალოდ აღნიშნეს, რომ სპეციალურად ამ მისიისთვის წელს ჰოლივუდის ლეგენდა ჰყავდათ მოწვეული და ეს ლეგენდა ჯულია რობერტსი იყო. ის დოლბის თეატრის სცენას 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

"საუკეთესო ფილმის" ნომინაციაში "მწვანე წიგნმა "გაიმარჯვა. ჯულიამ ოსკარი ფილმის მთელს შემოქმედებით გუნდს გადასცა.

ჯულიას Elie Saab-ის ვარდისფერმა კაბამ საზოგადოებას ნომინაციები დაავიწყა. ისინი მის არაჩვეულებრივ ლუქს და განსაკუთრებულ ღიმილზე საუბროდნენ.

თავად მსახიობი 4 ჯერ იყო წარდგენილი ოსკარზე, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ ერთხელ 2001 წელს აიღო ჯილდო ფილმისთვის "ერინ ბროკოვიჩი."