მთავარი სიტყვები: რა უთხრა ლედი გაგამ ბრედლი კუპერს

მთავარი სიტყვები: რა უთხრა ლედი გაგამ ბრედლი კუპერს "ოსკარის" ცერემონიალზე

24 თებერვალს ლოს-ანჯელესში "ოსკარის" რიგით 91-ე დაჯილდოება გაიმართა, რომელმაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა, რა თქმა უნდა, ცერემონიის მნიშვნელობამ ვერ გადაფარა ვარკვლავური წყვილები, რომლებზეც ბოლო დროს ყველა საუბრობს.

შესაბამისად, ყველაზე მეტი ყურადღება საზოგადოებისგან ირინა შეიკისა და ბრედლი კუპერის წყვილმა ხვდა წილად, რომელიც წითელ ხალიჩაზე ერთად გამოჩნდა.

„ოსკარის“ მიღების შემდეგ, ლედი გაგამ აუდიტორიას და მის პარტნიორს, ბრედლი კუპერს შთამბეჭდავი სიტყვით მიმართა.

ამერიკელი მომღერლის სიტყვას დარბაზში მყოფი აუდიტორიის ემოციები და ხანგრძლივი აპლოდისმენტები მოჰყვა.

„პლანეტაზე არ არსებობს ადამიანი, შენს გარდა, რომელსაც შეეძლო, ასე ემღერა ეს სიმღერა ჩემთან ერთად. დიდი მადლობა, რომ გვენდე, ძალიან დიდი მადლობა“, – მიმართა სცენიდან გაგამ ბრედლი კუპერს.

ლედი გაგამ „ოსკარი“ მიიღო საუკეთესო სიმღერისთვის ფილმში „ვარსკვლავის დაბადება“.