დუბაიში ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე AთP500-ზე მეოთხე ნომრად განთესილი რუსი კარენ ხაჩანოვი იქნება. ქართველი ჩოგბურთელი ტურნირზე წყვილებში თამაშსაც გეგმავს.
ბასილაშვილსა და ხაჩანოვს მანამდე ოთხჯერ აქვთ ნათამაშები ერთად, სადაც პირადი ანგარიში 2:2 არის. „ფიუჩერსისა“ და „ჩელენჯერის“ დონეზე ორი შეხვედრა ქართველი ჩოგბურთელის, ორი კი კარენ ხაჩანოვი სასარგებლოდ ვენასა (2016) და სტამბოლში (2017) დაფიქსირდა.
კარენ ხაჩანოვი მსოფლიოს მე-11 ჩოგანია. ნიკოლოზ ბასილაშვილი კი მე-20. ქართველი სპორტსმენი 25 თებერვლიდან მსოფლიოს მე-19 ჩოგანის ტიტულს მიიღებს.
25 თებერვლიდან 2 მარტამდე დუბაი ATP500 კატეგორიის ტურნირს მასპინძლობს.
დუბაის ტურნირზე განთესილების სია ასე გამოიყურება:
კეი ნიშიკორი (იაპონია)
როჯერ ფედერერი (შვეიცარია)
მარინ ჩილიჩი (ხორვატია)
კარენ ხაჩანოვი (რუსეთი)
სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი)
ბორნა ჩორიჩი (ხორვატია)
მილოშ რაონიჩი (კანადა)
დანიილ მედვედევი (რუსეთი)