2018 წლის საუკეთესო მეკარე დასახელდა. ეს ტიტული ტიბო კურტუამ მოიპოვა. ჟიურის წევრები 90 ქვეყნიდან იყვნენ. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
ჟიურიმ 181 ხმით პირველი ადგილი მადრიდის „რეალის“ ბელგიელ მეკარეს, ტიბო კურტუას მიაკუთვნა. მეორეზე იყო უგო ლორისი „ტოტენჰემიდან,“ ხოლო მესამეზე ჯანლუიჯი ბუფონი.
საუკეთესო მეკარე ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ გამოავლინა.