გვარდიოლა მოურინიოს მოგებული თასების რაოდენობით გაუტოლდა

გვარდიოლა მოურინიოს მოგებული თასების რაოდენობით გაუტოლდა

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა კარიერის განმავლობაში 25-ე ჯილდოს მფლობელი გახდა. 24 თებერვალს მისმა გუნდმა ინგლისის ლიგის თასის გათამაშების ფინალში "ჩელსი" დაამარცხა.

ძირითად და დამატებით დროში მატჩი ანგარიშით 0:0 დასრულდა, პენალტების სერიაში კი მანჩესტერული კლუბი უფრო ძლიერი აღმოჩნდა და "ჩელსი" 4:3 დაამარცხა.

ეს გვარდიოლასთვის "მანჩესტერ სიტისთან" ერთად უკვე მეოთხე მოგებული თასია. კიდევ 14 თასი მან "ბარსელონასთან", 7 კი "ბავარიასთან" ერთად მოიგო.

ამ შედეგებით, გვარდიოლა ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელების სიაში ჟოზე მოურინიოს გაუტოლდა, რომლის ანგარიშზეც ასევე 25 თასია მოგებული "პორტუსთან", "ჩელსისთან", "ინტერთან", "რეალთან" და "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად.

ყველაზე წარმატებული მწვრთნელების სიაში მესამე ადგილზე კარლო ანჩელოტია, რომელსაც კარიერის განმავლობაში 20 თასი აქვს მოგებული.