მარტის თვის სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

მარტის თვის სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

პირადი ცხოვრება და ურთიერთობები ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მუდმივად გვაინტერესებს თუ როგორი იქნება ჩვენი მომავალი ინტიმური ცხოვრება. იმისათვის, რომ წინასწარ დავგეგმოთ ყველაფერი და გავითვალისწინოთ საინტერესო რჩეევბი, გადავხედოთ პროგნოზს თუ როგორი სიყვარული გველოდება მარტის თვეში  საკუთარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

ვერძისთვის ძალიან ცვალებადი თვეა მარტი. თვის დასაწყისი ძალიან დაძაბული იქნება, ამიტომ თუ თქვენს ურთიერთობაში კონფლიქტი იჩენს თავს, მოერიდეთ და დეტალების გარკვევისგან თავი შეიკავეთ. მარტის შუა რიცხვებიდან ყველაფერი  შეიცვლება, ახალი ურთიერთობების დაწყების საშუალება გექნებათ, თუმცა ინიციატივა აუცილებლად თქვენ უნდა გამოიჩინოთ.

კურო პირად ურთიერთობებში ყველაზე სტაბილური ნიშანია, თუმცა მარტის თვეში კუროებს ყველაფერი კარგად ექნებათ, გარდა სიყვარულისა, ამიტომ მაქსიმალურად უნდა შეიკავნონ თავი, არ აჰყვნენ ემოციურობას და შეეგუონ მარტოობას.

ტყუპებისთვის ეს თვე იდეალური იქნება, ამიტომ სასურველია მოერიდოთ კამათს და გაუგებრობებს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვისაც იქნება რამდენიმე კრიზისული დღე და თუ თქვენ პარტნიორთან კრიზისი გექნებათ, ნუ ეცდებით გაქცევას არამედ პირიქით, დაელაპარაკეთ და ერთოობლივად მოაგვარეთ კონკრეტული პრობლემა.

კირჩხიბისთვის რთული თვე ახლოვდება, სიყვარულში მიღწეული ყველა წარმატება უკვალოდ გაქრება. მუდმივად გექნებათ მარტო ყოფნის, გაბუტვის, უკმაყოფილების სურვილი. გირჩევთ, საკუთარი სულიერი მდგომარეობა მოიწესრიგოთ და დამშვიდდეთ. თქვენი პარტნიორი აუცილებლად დაიწყებს იმის გარკვევას თუ რატომ გაგიცივდათ გრძნობები მის მიმართ, ამ დროს საჭიროა ყველაფერი აღიაროთ

ლომებისთვის ძალიან მძიმე და კრიზისული თვე იქნება. შეიძლება უბრალო მიზეზის გამოც თქვენი სიყვარული დასრულდეს. ამისთვის აუცილებელია სიმშვიდის შენარჩუნება, არ ჩარიოთ ურთიერთობაში ოჯახის წევრები და ახლობლები, თავად გაუმკლავდით არსებულ ვითარებას. ეცადეთ  თქვენ იყოთ ინიციატორები და თქვენ გადადგათ პირველი ნაბიჯები.

ქალწული ეს ის ნიშანია, რომელსაც ყველაფერი წინასწარ აქვს განსაზღვრული. იცის როგორ მოიქცეს ისე, რომ ყოველთვის თვითონ გამოვიდეს მართალი. ამ თვეში კი ეს თვისება ხელს შეგიშლით პარტნიორის შენარჩუნებაში. ეს სწორედ ის თვეა, როცა თქვენ უნდა შეიცვალოთ თქვენი სიყვარულისთვის და დაშვებული შეცდომები აღიაროთ.

სასწორები ბევრი კარგი უნარით გამოირჩევიან, მათ შორის ერთ-ერთია წინათგრძნობა, თუმცა მარტში მაინც და მაინც თქვენს პროგნოზებს ნუ დაეყრდნობით. სასურველია პარტნიორთან მეტი ურთიერთობა გქონდეთ, ეს გააძლიერებს თქვენს სიყვარულს.

მორიელებისთვის უმძიმესი თვე იწყება, შეიძლება ითქვას, რომ თვის ყოველი მონაკვეთი პრობლემებით იქნება სავსე. გირჩევთ, არ დათმოთ თქვენი ინტერესები, არამედ პირიქით, მაქსიმალურად დაიცავით ისინი. თქვენს სიყვარულს ბზარები დაეტყობა, მაგრამ არ შეშინდეთ, თქვენ პარტნიორს დაუმტკიცეთ თქვენი სიმართლე

მშვილდოსანი ცეცხლოვანი ნიშანია, მარტი კი მისთვის იდეალური თვე იქნება. თვის დასაწყისი სტაბილური იქნება, 20 მარტიდან კი უსასრულო ბედნიერება გეწვევათ, მანამდე კი ერიდეთ პარტნიორთან კონფლიქტს და მაქსიმალურად შეიკავეთ თავი

თხის რქა ეს ის ნიშანია, რომლისთვისაც სიყვარული და პირადი ურთიერთობები ზოგადადაც სირთულეს წარმოადგენას. მარტი ამ ნიშნიშთვის შედარებით დაბალანსებული იქნება, უკეთესი პედიოდი 17 მარტიდან დაიწყება. ეს ის დროა, როცა შეგიძლიათ მაქსიმალურად დიდი სიყვარული გამოიჩინოთ პარტნიორის მიმართ.

მარტის თვე მერწყულებისთვის დადებითად დაიწყება, თუმცა თვის შუა რიცხვები კრიზისის მომტანი იქნება. სიყვარულში კონფლიქტები გაჩნდება, თქვენ მხარდაჭერა პარტნიორში არ უნდა ეძებოთ, არამედ ეს ის დროა როცა მეგობარი, დედა ან თქვენთვის ახლო ადამიანი უნდა დაიხმაროთ.

თევზებისთვის რთული თვე იწყება.  ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებულები მუდმივად მობილიზებულები უნდა იყოთ, რადგან არ იცით რა დროს რა კონფლიქტი იჩენს თავს. განსაკუთრებული კრიზისი 7 მარტიდან დაიწყება. თქვენი პარტნიორი შეიცლება, თქვენს მიმართ სიყვარული გაუნელდება და ამას თქვენ შეგნებით უნდა მოეკიდოთ და დაეხმაროთ მას ამ კრიზისის დაძლევაში.