რიანა საკალათბურთო მატჩზე მილიარდელ მეგობარ ბიჭთან ერთად გამოჩნდა

რიანა საკალათბურთო მატჩზე მილიარდელ მეგობარ ბიჭთან ერთად გამოჩნდა

რიანა საკალათბურთო მატჩზე თავის ახალ  მეგობარ ბიჭთან, არაბ ბიზნესმენ ჰასან ჯემილთან ერთად გამოჩნდა. მომღერალი საყვარელი გუნდის Lakers-ის მაისურით და პუმას თეთრი სპორტული ფეხსაცმლით იწონებდა თავს.

წყვილის შესახებ ჭორები ჯერ კიდევ 2017 წელს გავრცელდა, როცა ისინი ერთად მექსიკაში ისვენებდნენ.

რიანა ბოლო დროს აღარ ერიდება არაბ ბიჭზე საუბარს და ამბობს, რომ აქამდე პირად ცხოვრებას არასერიოზულად უყურებდა, რადგან ის ჰასანისნაირ ღირსეულ პარტნიორს ელოდებოდა.

აღსანიშნავია, რომ ჰასანი 29 წლის ბიზნესმენია საუდის არაბეთიდან, რომლის ქონებაც რამდენიმე მილიარდს მოიცავს.