რა თანხა დაჯდა მეგან მარკლის მიერ ნიუ-იორკში მოწყობილი ზღაპრული წვეულება

რა თანხა დაჯდა მეგან მარკლის მიერ ნიუ-იორკში მოწყობილი ზღაპრული წვეულება

მეგან მარკლი ხშირად არღვევს სამეფო პროტოკოლს და ეს არც ამჯერად შეცვლილა. სასექსის ჰერცოგინიამ წვეულება გამართა, სადაც მეგობრები და ცნობილი სახეები მიიწვია.

მეგან მარკლის მიერ ორგანიზებულ Baby shower-ის  წვეულებაზე, მას მომავალი პატარასთვის ძვირფასი საჩუქრები მიართვეს.

ახალი ანგლოფილური ცხოვრების წესების მიუხედავად, მეგან მარკლი არ ღალატობს ამერიკულ ტრადიციებს. ამით იგი კვლავ ხაზს უსვამს საკუთარ წარმომავლობას.

მეგან მარკლიმ ნიუ-იორკში 5 დღე დაჰყო. Baby shower-ის წვეულება The Mark Hotel-ის პენტჰაუსში ჩატარდა, სადაც ნომრის ღირებულება ღამეში 75 000 დოლარია.

ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა არფისტი ერინ ჰილი (625 $). ნომერი გაფორმებული იყო ულამაზესი ყვავილებით. „ლედი ფლორის“  ვარდები დაახლოებით 400 დოლარი, ხოლო მანდარინის ხე 140 დოლარი დაჯდა.

ამ დღეების განმავლობაში იგი The Mark Hotel-ის ერთადგილიან ნომერში ცხოვრობდა, რაშიც 9.982 დოლარი გადაიხადა, ამავე სასტუმროში იყო დაბინავებული სამეფო დაცვა, რისთვისაც 14.213 დოლარი გადაიხადეს ბიუჯეტიდან.

"Daily Mail"-ის ინფორმაციით, საერთო ჯამში, ეს ვიზიტი დაახლოებით 430 000 დოლარი დაჯდა.