გუშინ უეფას შტაბბინაში (ნიონი, შვეიცარია) ევროპალიგის მერვედფინალური წყვილების წილისყრა გაიმართა. პროცედურა არ ითვალისწინებდა განთესვას სპორტული პრინციპით. ასევე, მოხსნილი იყო აკრძალვა გარკვეულ სტადიამდე (მეოთხედფინალი) ერთი ქვეყნის კლუბის შესაძლო დაპირისპირებაზე. დაშვებული იყო მხოლოდ ერთი დათქმა - არ უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს რუსული და უკრაინული კლუბები. საბოლოოდ, წილისყრამ ასეთი შედეგები მოგვცა:
ჩელსი (ინგლისი)-დინამო (კიევი, უკრაინა)
აინტრახტი (გერმანია)-ინტერი (იტალია)
დინამო (ზაგრები, ხორვატია)-ბენფიკა (პორტუგალია)
ნაპოლი (იტალია)-ზალცბურგი (ავსტრია)
ვალენსია (ესპანეთი)-კრასნოდარი (რუსეთი)
სევილია (ესპანეთი)-სლავია (ჩეხეთი)
არსენალი (ინგლისი)-რენი (საფრანგეთი)
ზენიტი (რუსეთი)-ვილიარეალი (ესპანეთი)
მატჩები 7 და 14 მარტს გაიმართება, ფინალი - 29 მაისს, ბაქოში.