გატუზო:

გატუზო: "ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ"

„ამ თამაშის დასაწყისით შეშფოთებული ვიყავი. თუმცა, გუნდი ასეთ დროსაც იზრდება და ეს კარგია. მიდგომა, რომელიც მეორე ტაიმში ვაჩვენეთ, დიდ იმედს მაძლევს.

ახლა 13 თამაში დაგვრჩა და ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ. როდესაც ამ სტადიონზე თამაში და ეს მაისური გაცვია, ზეწოლა იგრძნობა. ბოლო 3 თამაშში 9 გოლი გავიტანეთ და ეს პიონტეკის დამსახურებაა. მაგრამ, თანაგუნდელებიც დიდ დახმარებას უწევენ“, - თქვა გატუზომ.

შეგახსენებთ, „მილანს“ 45 ქულა აქვს და ამ დროისთვის ჩემპიონთა ლიგის ზონაში იმყოფება.