9 ყველაზე უცნაური ფაქტი, რომლებზეც არასოდეს დაფიქრებულხართ - იცით, რომ მამაკაცებსაც აქვთ „პმს“

9 ყველაზე უცნაური ფაქტი, რომლებზეც არასოდეს დაფიქრებულხართ - იცით, რომ მამაკაცებსაც აქვთ „პმს“

შეყვარებულების გულები სინქრონულად ცემს

როდესაც ადამიანი შეყვარებულია, მისი გული იგივე რიტმში ცემს, როგორც მისი პარტნიორის გული. ასევე კვლევის დროს გაირკვა, რომ გოგონები მამაკაცებზე უფრო ხშირად შეუცნობლად ცდილობდნენ ეჩვენებინათ სინქრონულობა გულისა და სუნთქვის რიტმში.

ადამიანები, რომლებიც მუდმივად წუწუნებენ, უფრო დიდხანს ცოცხლობენ

არსებობს კვლევა, რომელიც ამტკიცებს ამ ფაქტს. ეს ხდება იმიტომ, რომ ადამიანები, რომლებიც მუდმივად წუწუნებენ, ემოციურად თავისუფლდებიან სტრესისგან და ამის შემდეგ მაშინვე განიცდიან უფრო ნაკლებ სტრესს ან საერთოდ არ განიცდიან მას.

ბუნებაში არსებობს საზამთროს თოვლი

ზოგიერთ მთაში, მაგალითად კალიფორნიაში სიერა-ნევადის ქედზე, ზაფხულში შეიძლება შეგხვდეთ საზამთროს თოვლი. ის ვარდისფერია და სუნითა და გემოთი საზამთროს გვაგონებს. ეს აიხსნება იმით, რომ მის შემადგენლობაშია წყალმცენარეები ჩჰლამყდომონას ნივალის, რომლებიც შეიცავენ წითელი ფერის პიგმენტს ასტაქსანტინს.

მამაკაცებსაც გააჩნიათპმს

უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მათ სინდრომს იმს ჰქვია და პმს-ის მსგავსია, რომელიც დაკავშირებულია სისხლში ტესტოსტერონისდონის შემცირებასთან. ამ ჰორმონის უკმარისობა ორგანიზმში გაღიზიანებას, დეპრესიას, საკუთარ თავში ჩაკეტილობას იწვევს.

წარწერაარ შეიცავს ქოლესტერინსმცენარეული ზეთის შეფუთვაზე - სარეკლამო ტრიუკია

წარწერა „არ შეიცავს ქოლესტერინს“ მცენარეული ზეთის შეფუთვებზე - ეს მხოლოდ სარეკლამო ტრიუკია, რადგან ქოლესტერინს შეიძლება შეიცავდეს მხოლოდ ცხოველური წარმოშობის ცხიმები.

დედის რძეს შეუძლია შეიცვალოს შემადგენლობა

დედის რძეს შეუძლია შეიცვალოს შემადგენლობა, როცა პატარა ავად ხდება. მკვლევარები თვლიან, რომ როცა ბავშვი ავად არის, ის გადასცემს სიგნალს ნერწყვით, რომელიც თავის მხრივ აგზავნის სიგნალს დედის სხეულს, რათა მან გამოიმუშაოს მეტი რძე ანტისხეულებით.

წვერებიანი კაცები მალე მელოტდებიან

კვლევები აჩვენებს, რომ რაც უფრო მეტად ეზრდება მამაკაცს წვერი და რაც უფრო დიდხანს არ იპარსავს ის მას, მით უფრო დიდი ალბათობაა, რომ მოგვიანებით მას შეაწუხებს სიმელოტე. მიზეზი, რომლის მიხედვითაც მამაკაცები ხდებიან მელოტები, მდგომარეობს იმაში, რომ თმის არარსებობა თავზე ეხმარება სიცხის კომპენსაციას, რომელიც იქმნება წვერის მოშვების შედეგად: ამდაგვარად ნარჩუნდება სხეულის ოპტიმალური თბური ბალანსი.

ფიგურაქვიშის საათიმეტყველებს ინტელექტზე

კვლევამ, რომელიც ჩატარდა 16 000 ქალის მონაწილეობით, დაამტკიცა, რომ გოგონებს „ქვიშის საათის“ ტიპის ფიგურით შეუძლიათ იტრაბახონ ინტელექტის უფრო მაღალი დონით. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ასეთი ფიგურის დროს ქალებს ექმნებათ ომეგა-3 მჟავების დიდი რაოდენობა, რაც ხელს უწყობს ტვინის უფრო აქტიურ განვითარებას და აფერხებს მის დაბერებას.

გამონაყარი აფერხებს დაბერებას

ბრიტანული კვლევები ამტკიცებენ, რომ იმ ადამიანების უჯრედები, რომლებსაც ადრე აწუხებდა აკნე, გააჩნიათ თანდაყოლილი დაცვა სიბერისგან. და შედეგად სწორედ ეს ფაქტი უწყობს ხელს იმას, რომ უფრო ზრდასრულ ასაკში ასეთი ადამიანები საკუთარ ასაკზე უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიან.